წყალტუბოს ,,სამგურალს" თურქრთში ბოლო ამხანაგური შეხვედრა 20 თებერვალს უკრაინული ,,კოლოსის" წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ორგანიზატორებმა დროც და მეტოქეც შეცვალეს. გია გიგატაძის გუნდი 20 თებერვლის ნაცვლად, 18 თებერვალს უკრაინული ,,ობოლონის" წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა საქართველოს დროით 17.00 საათზე დაიწყება.
უკრაინის პირველი ლიგის წარმომადგენელთან შეხვედრა ,,Starlight Resort Hotel"–ის საფეხბურთო მოედანზე საქართველოს დროით 17.00 საათზე დაიწყება.
,,ობოლონი" მე–6 დღეა ბელეკში შეკრებაზე იმყოფება. უკრაინელები 15 თებერვალს პირველ ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 1:2 წააგეს.
скачать dle 11.3