სტანდარტული 0:2 » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სტანდარტული 0:2
  • სტანდარტული 2:0

    ,,სამგურალმა“ თურქეთში მესამე ამხანაგური მატჩი გამართა. წყალტუბოელები დანიის პირველი ლიგის ,,ფრედერისიას“ დაუპირისპირდნენ და ,,ვიკინგებთან“ 0:2 დამარცხდნენ.

    ,,სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი გამართა და სამივეში ერთნაირი ანგარიშით 0:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოელებმა ყველა გოლი პირველ ტაიმში გაუშვეს, თანაც უმეტესად ,,სტანდარტული“ მდგომარეობის შემდეგ.
    ,,ფრედერისია“ ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი და ტანმაღალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი აღმოჩნა. თანაბარი საწყისი წუთების შემდეგ დანიელებმა მატჩის სადავეები ხელთ იგდეს და კარისკენ რამდენჯერმე სახიფათოდ გაისროლეს. 23–ე წუთზე დენის ფაზლაგიჩმა პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა გოლი. ორიოდე წუთში კი მადს ერიკსენმა საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მატჩის მოერე ნახევარში ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა და საგოლე მომენტები ფაქტობრივად არც შექმნილა. მომდევნო ამხანაგურ მატჩს ,,სამგურალი“ 20 თებერვლის ნაცვლად 18 თებერვალს უკრაინულ ,,ობოლონთან“ გამართავს.

    სამგურალი – ფრედერისია (დანია) 0:2

    17.02. სიდე. ამხანაგური შეხვედრა
    1:0 დენის ფაზლაგიჩი (23). 2:0 მადს ერიკსენი (25)
    სამგურალი: ნუცუბიძე, კაკუშაძე, კილაძე, ბიბილაშვილი, ხელაძე, გოგიჩაიშვილი, ჯანელიძე, გოგუაძე, ბანძელაძე, ბრეგვაძე, ღონღაძე
    მეორე ტაიმში შევიდნენ: ბ.ფანცხავა, ლაღაძე, ჩხეტიანი, ხარაბაძე, შალიკაშვილი, ენდელაძე, ზ.ფანცხავა, საღრიშვილიскачать dle 11.3