თედო ფესტვენიძე: დღეს ისტორიული მატჩი გვაქვს » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
თედო ფესტვენიძე: დღეს ისტორიული მატჩი გვაქვს
  • თედო ფესტვენიძე: დღეს ისტორიული მატჩი გვაქვს

    თურქულ შეკრებაზე გუნდთან ერთად იმყოფება ,,სამგურალის“ სპორტული დირექტორი თედო ფესტვენიძე, რომელსაც ლვოვის ,,კარპატთან“ მატჩის წინ კლუბის საიტისთვის კომენტარი გააკეთა.

    თედო ფესტვენიძე: ,,მეექვსე დღეა თურქეთში, საკურორტო ქალაქ სიდეში ვიმყოფებით შეკრებაზე. გუნდს ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი, რომ ჩემპიონატისთვის კარგად მოემზადოს. ერთი ამხანაგური შეხვედრა უკვე ჩავატარეთ ყახაზეთის უმაღლესი ლიგის გუნდთან, ჩვენი ფეხბურთელებისთვის პირველი საერთაშორისო შეხვედრა იყო, თამაშის ხარისხით უკმაყოფილო არა ვართ, თანაბარი ბრძოლა იყო, ,,ყიზილ ჯარი“ ფიზიკურად ძლიერი, ტანმაღალი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი აღმოჩნდა და ,,სტანდარტულების“ ხარჯზე მოგვიგო.

    დღეს კი ისტორიული მატჩი გვაქვს. უკრაინის პრემიერლიგის გუნდს ლვოვის ,,კარპატს“ ვხვდებით. ლვოველებს საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ყოველთვის ძლიერი გუნდი ჰყავდათ. ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის სერიოზულად ემზადებიან, დაიმატეს ძლიერი ლეგიონერები, თითქმის ერთი თვეა თურქეთში შეკრებაზე იმყოფებიან და ჩვენთან მატჩი, მათთვის უკვე მე–6 ამხანაგური შეხვედრა იქნება. ასეთ გუნდთან თამაში ჩვენი ბიჭებისთვის დიდი გამოწვევა და დიდი პრაქტიკა იქნება. კარგ გამოცდილებას მიიღებენ, რაც შემდეგ ჩემპიონატში გამოადგებათ.

    თურქეთში დაგეგმილი გვაქვს კიდევ ორი სპარინგ მატჩი დანიურ ,,ფრედერისიასთან“ და უკრაინულ ,,კოლოსთან“. შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდებით და რამდენიმე დღეში ჩემპიონატშიც ჩავერთვებით. ჩვენი მიზანია, რომ მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენოთ და ახალ საფეხბურთო სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ“. скачать dle 11.3