სამგურალი კარპატთან მატჩისთვის ემზადება » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი კარპატთან მატჩისთვის ემზადება
  • ,,სამგურალი“ წყალტუბო – ,,კარპატი“ ლვოვი
    მატჩის პრევიუ

    წყალტუბოს ,,სამგურალი“ ჩემპიონატისთვის თურქეთის საკურორტო ქალაქ სიდეში ემზადება. 14 თებერვალს წყალტუბოელები უკრაინული პრემიერლიგის წარმომადგენელს ლვოვის ,,კარპატს“ დაუპირისპირდებიან.
    ლვოვის ,,კარპატს“ საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. კლუბი 1963 წელს დაარსდა. 1969 წელს მოიგო სსრკს თასი. ორჯერ იყო უკრაინის თასის ფინალისტი. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული 5–ჯერ მონაწილეობდა ევროთასებზე. 2011 წელს ევროპის ლიგის მე–3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ლვოველები ,,ზესტაფონს“ შეხვდნენ და ორივე მატჩი მინიმალური სხვაობით 1:0 მოიგეს. უკრაინის უმაღლეს ლიგაში ,,კარპატს“ საუკეთესო სეზონი 1997/1998 წლებში ჰქონდა, როცა მე–3 საპრიზო ადგილი დაიკავა.
    ამჟამად ოლეგ ბოიჩიშინის გუნდს რთული პერიოდი უდგას. პრემიერლიგაში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ ,,კარპატი“ 15 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და აუტსაიდერ სტალს მხოლოდ 3 ქულით უსწრებს.

    ლვოელები სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლათ გამალებით ემზადებიან და ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის საკმაოდ ძლიერდებიან. მათ ახლახანს კოლუმბიელი თავდამსხმელები 20 წლის მაურისიო კორტესი და 21 წლის ჯონათან ბედოია დაიმატეს. ,,კარპატის“ რიგებში ითამაშებს ,,სამტრედიას“ ყოფილი მცველი ნიკა სანდოხაძეც. ლვოველები 21–ე დღეა შეკრებაზე თურქეთის კურორტ ბელეკში შეკრებაზე იმყოფებიან და ამ ხნის განმავობაში 5 ამხანაგური შეხვედრა გამართეს. უკრაინელენმა 1 შეხვედრა მოიგეს, 1 ფრე ითამაშეს და სამ შეხვედრაში მარცხი განიცადეს.
    ,,კარპატი“ – ,,იაგელონია“ პოლონეთი 1:2
    ,,კარპატი“ – ,,სეპტემბრი“ ბულგარეთი 1:2
    ,,კარპატი“ – ,,მლადოსტი“ სერბეთი 1:1
    ,,კარპატი“–,,შირაქი“ 3:0
    ,,კარპატი“ – ,,დებრეცენი 1:4
    ლვოველები თურქულ შეკრებას ჩვენ გუნდთან სპარინგით დაასრულებენ. შეხვედრა 14 თებერვალს თბილისის დროით 16.00 საათზე დაიწყება.
    ,,კარპატის“ ოფიციალურმა საიტმა ,,სამგურალთან“ ხვალინდელ მატჩს ვრცელი ანონსი მიუძღვნა. უკრაინელების ყურადღება ქარტული გუნდის ისტორიაზე და დღევანდელობაზე აქვთ გამახვილებული. ეროვნულ ლიგა 2–ში მოასაპრეზე ,,სამგურალმა“ გასულ სეზონი მე–4 ადგილზე დაასრულა და პლეი ოფამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ქვედა ლიგაში ასპარეზობს, წყალტუბოელები სერიოზულად უდგებიან საორგანიზაციო საკითხებს. იგეგმება სტადიონის რეკონსტრუქცია, გუნდი სერიოზულად ემზადება ჩემპიონატისთვის“ ... წერს ლვოველთა ოფიციალური საიტი.скачать dle 11.3