სამგურალი თურქეთში ყაზახებს, უკრაინელებს და დანიელებს დაუპირისპირდება » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი თურქეთში ყაზახებს, უკრაინელებს და დანიელებს დაუპირისპირდება
  • სამგურალი თურქეთში ყაზახებს, უკრაინელებს და დანიელებს დაუპირისპირდება

    წყალტუბოს ,,სამგურალი“ ჩემპიონატისთვის მზადებას თურქეთში განაგრძობს. გია გიგატაძის გუნდი შეკრებას ანტალიიდან 50 კილომეტრში, საკურორტო ქალაქ სიდეში გადის. წყალტუბოელები სასტუმრო ,,სიდე სტარში“ არიან დაბინავებული და სასტუმროს კუთვნილებაში არსებულ საფეხბურთო კომპლექსზე ორჯერად წვრთნებს გადიან. ,,სამგურალი“ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე 12 დღე დაჰყოფს და თურქული შეკრებისას 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქეები უკვე ცნობილია. 11 თებერვალს გია გიგატაძის გუნდი ყაზახეთის მე–2 ლიგის წარმომადგენელ ,,ყიზილჯარს“ დაუპირისპირდება. 14 თებერვალს ,,სამგურალი“ უკრაინის სუპერლიგის ბინადარ ლვოვის ,,კარპატს“ შეხვდება. 17 თებერვალს ჩვენი გუნდის მეტოქე დანიური პირველი ლიგის წარმომადგენელი ,,ფრედერისია“ იქნება, 20 თებერვალს კი წყალტუბოელები უკრაინულ ,,კოლოსს“ დაუპირისპირდებიან.

    11.02. ყიზილჯარი – სამგურალი 17:00 სთ.
    14.02 სამგურალი – კარპატი 17:00 სთ.
    17.02 სამგურალი – ფრედერისია 15:00 ან 17:00
    20.02 კოლოსი – სამგურალი 17.00 სთ.скачать dle 11.3