კარგი თამაში და ფრე ,,ტორპედოსთან“ » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
კარგი თამაში და ფრე ,,ტორპედოსთან“
  • კარგი თამაში და ფრე ,,ტორპედოსთან“

    წყალტუბოს ,,სამგურალი“ ქუთაისის ,,ტორპედოს“ ამხანაგურ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. ამჯერად, გია გიგატაძის გუნდმა გაცილებით უკეთესი თამაში აჩვენა და ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან, მისსავე ბაზაზე ფრე 2:2 ითამაშა. წყალტუბოელებმა პირველივე წუთზე გახსნეს ანგარიში. მცველების შეცდომით მამუკა ღონღაძემ ისარგებლა, ეფექტური დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და სტუმრები დააწინაურა–0:1. ქუთაისელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს, დოლიძის საჯარიმოს შემდეგ ტუღუშმა თავური დარტყმით ანდრე ნონოსს შანსი არ დაუტოვა–1:1. 23–ე წუთზე ოლეგ მამასახლისმა მასპინძლები წინ გაიყვანა 2:1. მეორე ტაიმში მწვრთნელებმა არაერთი ცვლილება განახორციელეს. წყალტუბოელებმა უპირატესობა მოიპოვეს, მაქსიმე ქვილითაიამ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. 76–ე წუთზე ყოფილმა ტორპედოელმა გაბრიელ საღრიშვილმა წონასწორობა თერთმეტმეტრიანი დარტყმით აღადგინა–2:2 დარჩენილ დროში ბაქარ ლაღაძემ ,,ტორპედოს“ კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა და შეხვედრაც საყაიმო ანგარიშით დასრულდა.
    7 თებერვალს ,,სამგურალი“ სიდეში მიემგზავრება. წყალტუბოელებს თურქეთში 4 საკონტროლო მატჩი აქვთ დაგეგმილი.

    ტორპედო–სამგურალი 2:2 (ამხანაგური მატჩი)
    02.02. ქუთაისი. ტორპედოს ბაზა

    0:1 ღონღაძე (1), 1:1 ტურუში (17), 2:1 მამასახლისი (23), 2:2 საღრიშვილი (76.პენ)

    ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე , ხურცილავა, ჭიჭინაძე, ქიმაძე, დოლიძე, მამასახლისი, კუხიანიძე, კუტალია, ტუღუში, ბოხაშვილი
    მეორე ტაიმი: ქვილითაია, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, გიგაური, კუხიანიძე, კუტალია, სარდალიშვილი, მეგრელაძე, კაპანაძე
    მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

    სამგურალი: ნონოსი, შალიკაშვილი, კილაძე, ნერგაძე, ბანძელაძე, ხელაძე, ჯანელიძე გოგიჩაიშვილი, შალამბერიძე, ბრეგვაძე, ღონღაძე

    მეორე ტაიმში შევიდნენ: ნუცუბიძე, კაკუშაძე, გოგუაძე, ენდელაძე, საღრიშვილი, ლაღაძე, ბიბილაშვილი, ზ.ფანცხავა, მანაგაძე.
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძეскачать dle 11.3