ანდრე ნონოსი – პირველი ლეგიონერი სამგურალში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ანდრე ნონოსი – პირველი ლეგიონერი სამგურალში
  • ანდრე ნონოსი – პირველი ლეგიონერი სამგურალში

    წყალტუბოს ,,სამგურალს“ კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. ჩვენს გუნდში 26 წლის კამერუნელი მეკარე ანდრე ნონოსი ითამაშებს. იგი ,,სამგურალს“ საფეხბურთო კლუბ ,,ალგეთიდან“ შეუერთდა. ნონოსი წყალტუბოური კლუბის პირველი ლეგიონერია. მან ,,სამგურალის“ ფორმა ქუთაისის ,,ტორპედოსა“ და მარტვილის ,,მერანის“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებში მოირგო. მანამდე კი ,,სამგურალი 2“–ის რიგებში ხონის ,,იმერეთთან“ სპარინგ მატჩშიც ითამაშა. კამერუნელი მეკარე 8 წელიწადია საქართველოში თამაშობს და ქართულადაც თავისუფლად საუბრობს. სამშობლოში საკმაოდ პერსპექტიულ მეკარედ ითვლებოდა და კამერუნის ასაკობრივ ნაკრებებშიც ასპარეზობდა. საქართველოში პირველად 2009–2010 წლების სეზონში ცხინვალის "სპარტაკში” გამოჩნდა, შემდეგ თამაშობდა ,,ნორჩ დინამოში“, ,,სტუ“ –ში, ტყიბულის ,,მეშახტესა“ და ,,ალგეთში“. საფეხბურთო კლუბ ,,სამგურალსა“ და კამერუნელ მეკარეს შორის კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება. скачать dle 11.3