მამუკა ღონღაძე: ერთ მუშტად შეკრულებმა ვიბრძოლოთ მაღალი მიზნებისთვის! » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მამუკა ღონღაძე: ერთ მუშტად შეკრულებმა ვიბრძოლოთ მაღალი მიზნებისთვის!
  • მამუკა ღონღაძე: ერთ მუშტად შეკრულებმა ვიბრძოლოთ მაღალი მიზნებისთვის!
    წყალტუბოს ,,სამგურალს“ გამოცდილი ფორვარდი მამუკა ღონღაძე დაუბრუნდა. მამუკამ კარიერა წყალტუბოს „სამგურალში“, 17 წლისამ დაიწყო. შემდეგ ითამაშა რამდენიმე ქართულ კლუბში, ქუთაისის „ტორპედოში“, ახალციხის „მესხეთში“, ცხინვალის „სპარტაკში“ და ყაზახურ „მაშალში“. 2010 წლის აგვისტოში გადავიდა ლატვიურ დაუგავპილსის „დაუგავაში“, რომელთან ერთადაც გახდა ლატვიის ჩემპიონი, ჩემპიონატის ბომბარდირი და ლატვიის საუკეთესო ბომბარდირი (33 მატჩი, 18 გოლი) საქართველოში დაბრუნების შემდეგ თამაშობდა ქუთაისის ,,ტორპედოში“, წყალტუბოს ,,სამგურალში“, ტყიბულის ,,მეშახტეში“ და ,,ბორჯომში“. გარდამავალ ჩემპიონატში იყო ,,სამგურალის“ ბომბარდირი. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ,,კანუმ“ წყალტუბოელთა რიგებში დღეს პირველი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ მან ჩვენი გვერდისთვის კომენტარი გააკეთა:
    ,,მოხარული ვარ ჩემს მშობლიურ კლუბში დაბრუნებით, წყალტუბოს ,,სამგურალი“ ჩემთვის ყველაფერია, მაქსიმუმს გავიღებ, რომ გუნდს სარგებელი მოვუტანო. წინ რთული ჩემპიონატი გველის, ეროვნულ ლიგა 2–ში ძლიერმა გუნდებმა მოიყარეს თავი. დარწმუნებული ვარ, ,,სამგურალიც“ ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. პირველად როცა წყალტუბოში ვთამაშობდი უმაღლესი ლიგის საგზური მოვიპოვეთ, სხვათა შორის, მაშინაც გია გიგატაძე იყო მთავარი მწვრთნელი. მეორე ჯერზე, როცა გუნდში დავბრუნდი ეროვნულ ლიგა 2–ში გადავედით, ახლა მესამედ მოვედი ,,სამგურალში“ და იმედია ეროვნული ლიგის საგზურს მოვიპოვებთ.
    ბუნებრივია, ამითვის დიდი შრომა მოგვიწევს, ბევრი კარგი გუნდია ჩვენს ლიგაში, უმეტესობას ლიგა 1–ში გადასვლა უნდა და ამ მარათონს ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ.
    გუნდმა რომ მაღალი მიზნებითვის იბრძოლოს, მნიშვნელოვანია გულშემატკივრების მხარდაჭერა. ,,სამგურალის“ ფანკლუბ ,,მედიკოსებს“ და ყველას ვისაც ჩვენს გუნდზე გული შეტკივა ვთხოვ, რომ მოვიდნენ სტადიონზე და როგორც შარშანწინ, ერთად დგომით გადავედით ლიგა 2–ში, ახლაც ერთად დავდგეთ და ერთ მუშტად შეკრულებმა ვიბრძოლოთ უმაღლესში გადასვლისთვის“.
    скачать dle 11.3