,,სამგურალი'' საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდით ძლიერდება » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალი'' საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდით ძლიერდება
  • ,,სამგურალი'' საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდით ძლიერდება

    წყალტუბოს ,,სამგურალი'' ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ქუთაისის ,,ტორპედოსა" და საქართველოს ასაკობრივი (U-19,U-21) ნაკრებების თავდამსხმელით გაბრიელ საღრიშვილით ძლიერდება.

    ფეხბურთელთან შეთანხმება მიღწეულია და კონტრაქტი რამდენიმე დღეში გაფორმდება. გაბრიელ საღრიშვილი ,,სამგურალში" განათხოვრების წესით ითამაშებს. 19 წლის ფორვარდის სატრანსფერო უფლებები კვალვ ,,ტორპედოს" საკუთრებაში რჩება.

    ორიოდე დღის წინ ახალგაზრდული ნაკრების ახალმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ საღრიშვილს 21 წლამდელებში უხმო. ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები 19 დან 24 იანვრამდე შეკრებას თურქეთში გაივლის, სადაც 23 იანვარს აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.скачать dle 11.3