,,სამგურალს“ ოთხი ფეხბურთელი დაემშვიდობა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალს“ ოთხი ფეხბურთელი დაემშვიდობა
  • ,,სამგურალს“ ოთხი ფეხბურთელი დაემშვიდობა

    წყალტუბოს ,,სამგურალი“ ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას 15 იანვარს შეუდგება. კლუბის ხელმძღვანელობა ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას აპირებს, თუმა გარკვეული ცვლილებები მაინც იგეგმება, რაც გუნდის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ,,სამგურალს“ ოთხი ფეხბურთელი დაემშვიდობა. აქედან, ორი მეკარეა: 26 წლის დავით კუპატაძე და 32 წლის იორამ კუჭუხიძე. მათთან ერთად კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და კლუბს დაემშვიდობნენ 34 წლის თავდამსხმელი დავით ციცხვაია და 25 წლის მარცხენა მცველი თორნიკე ჯიმშელეიშვილი.
    დავით კუპატაძემ წყალტუბოელთა რიგებში 32 შეხვედრა ჩაატარა, იორამ კუჭუხიძე 6 შეხვედრაში იცავდა ,,სამგურალის“ კარს, თორნიკე ჯიმშელეიშვილმა 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, დავით ციცხვაიამ კი ,,სამგურალის“ მაისურით 31 მატჩში ითამაშა და 7 გოლი გაიტანა. საფეხბურთო კლუბი ,,სამგურალი“ მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში. скачать dle 11.3