გოჩა ნაჭყეპიას სახელობის თასი წყალტუბოში დარჩა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
გოჩა ნაჭყეპიას სახელობის თასი წყალტუბოში დარჩა
  • წყალტუბოში გოჭა ნაჭყეპიას ხსოვნისადმი მიძღვნილი მატჩი გაიმართა

    დღეს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს ,,სამგურალის“ გულშემატკივრისა და დიდი მოამაგის გოჩა ნაჭყეპიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს წყალტუბოს ,,სამგურალისა“ და ტყიბულის ,,მეშახტეს“ 2004–2005 წლებში დაბადებულთა გუნდები შეეჯიბრნენ. შეხვედრა წყალტუბოელთა გამარჯვებით დასრულდა. მათ რიგებში სიმბოლურად ითამაშა გოჩა ნაჭყეპიას 6 წლის შვილიშვილმა გაბრიელმა. შეხვედრაში მონაწილე გუნდები, საუკეთესო ფეხბურთელები და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გოჩა ნაჭყეპიას ოჯახის წევრებმა და ,,სამგურალის“ ხელმღვანელებმა თასებითა და მედლებით დააჯილდოვეს.
    ამირან ვარდანიძე (წყალტუბოს ,,სამგურალის“ დირექტორი): ,,გოჩა ნაჭყეპია იყო ადამიანი, რომელიც წყალტუბოს ,,სამგურალს“ წლების მანძილზე გვერდით ედგა. ფეხბურთი მისი ცხოვრების ნაწილი იყო. ახალგაზრდობაში თვითონაც თამაშობდა ფეხბურთს, მეკარე იყო, მაგრამ შემდეგ მიზეზთა გამო ვერ გააგრძელა თამაში და რუსეთში წავიდა, სადაც თავისი ბიზნესი ჰქონდა. როცა აქ ჩამოდიოდა ,,სამგურალს“ ყურადღებას არ აკლებდა. ბოლო სამი წელიწადი წყალტუბოში ცხოვრობდა, ცოტა ჯანმრთელობა ვერ უწყობდა ხელს, მაგრამ კლუბს ყველაფერში ეხმარებოდა, იყო გულშემატკივართა მეკავშირე, საკუთარი სახსრებით მიჰყავდა ქომაგი თამაშებზე. გარდა ამისა, თუ რამე ჭირდებოდა გუნდს, ყოველთვის მზად იყო, შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებოდა. მაგალითად, ბადეები, რომელიც დღე–დღეობით მოედანზეა, მისი შეძენილია. თუმცა, ეს ზღვაში წვეთია, რაც გოჩას საყვარელი გუნდისთვის აქვს გაკეთებული. სამწუხაროდ, გარდამავალი ჩემპიონატის ბოლოსწინა შეხვედრაში ტყიბულის ,,მესახტესთან“ გასვლითი მატჩის დროს ტყიბულში ცუდად გახდა, 13 ნოემბერი იყო და 23 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი სახელობის ტურნირი წლეულს პირველად ჩავატარეთ. გვინდა რომ ტურნირს ტრადიციული სახე მიეცეს და მომავალი წლიდან შეჯიბრება უფრო მასშტაბური გახდეს. თუ იმ ხალხს არ ვეცით სათანადო პატივი, რომლებსაც გულითა და სულით უყვართ ფეხბურთი და დავივიწყეთ ეს ხალხი, ჩვენ ისე მომავალს ვერ ავაშენებთ. ,,სამგურალი“ ყველას დაუფასებს იმ ამაგს ვინც კლუბს გვერდში უდგას. ბოლოს, მადლობა უნდა ვუთხრა ტყიბულის ,,მეშახტეს“ ხელმძღვანელობას შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის.“ скачать dle 11.3