წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
უხვგოლიანი მოგება ,,ტორპედოსთან“
დაემატა: 11-11-2017, 18:00
უხვგოლიანი მოგება ,,ტორპედოსთან“
წყალტუბოს ,,სამგურალმა“ დღეს ქუთაისის ,,ტორპედოსთან“ ამხანაგური მატჩი გამართა და ეროვნული ლიგის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი 4:2 დაამარცხა. შეხვედრა ,,ტორპედოს“ ბაზაზე გაიმართა. ქუთაისელებმა ორივე ტაიმი განსახვავებული, თანაც ექსპერიმენტული შემადგენლობებით ითამაშეს. წყალტუბოელები კი შეხვედრას გაცილებით სერიოზულად მიუდგნენ და მე–12 წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ. რიონისპირელთა შეცდომებით ჯერ გაგა ჩხეტიანმა ისარგებლა, შემდეგ კი დემურ ჩიხლაძის გადაცემა გოლად ბაქარ ლაღაძემ აქცია. დებიუტში მიღებული ორი გოლის შემდეგ მასპინძლები გონს კარგა ხანს ვერ მოეგნენ, მათი დასჯა თენგიზ ბრეგვაძეს შეეძლო, რომელიც სახიფათოდ, თუმცა არაზუსტად ურტყამდა. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, სახიფათო მომენტები ორივე კართან მრავლად იქმნებოდა. მატჩის სცენარი მეორე ტაიმშიც არ შეცვილა. კახა ჩხეტიანმა მეორე ნახევარი სხვა თერთმეტეულით დაიწყო, მაგრამ სანამ ტორპედოელები თამაშს დაალაგებდნენ, ,,სამგურალმა“ კიდევ ორჯერ გაიტანა. 56–ე წუთზე გაგა ჩხეტიანმა დუბლი შეასრულა, ორიოდე წუთში კი დემურ ჩიხლაძემ ანგარიში გამანადგურებელი გახადა –0:4. ქუთაისელებმა ამის შემდეგღა შეძლეს მატჩის სადავეების ხელში ჩაგდება და თორნიეკ კაპანაძის დუბლით ანგარიშიც შეამცირეს. დარჩენილი 20 წუთიც სანახაობრივი გამოდგა. ,,ტორპედო“ მთელი ძალებით უტევდა, მეკარე ალექსანდრე ნუცუბიძემ რამდენიმე რთული ბურთი უკუაგდო. უქმად წყალტუბოელებიც არ ყოფილან, ისინი საკმაოდ მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა, დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა.

ტორპედო–სამგურალი 2:4
11.11.ქუთაისი. ,,ტორპედოს“ ბაზა.
გოლები: 0:1 ჩხეტიანი (5), 0:2 ლაღაძე (12), 0:3 ჩხეტიანი (56), 0:4 ჩიხლაძე (58), 1:4 კაპანაძე (64), 2:4 კაპანაძე (68)

ტორპედო: ქვილითაია, გაგოშიძე (32.გურული), ადამაძე, კორობკა, მამასხალისი, გიგაური, ქიმაძე, მანაგაძე, კუხიანიძე, ტუღუში, ბერიაშვილი
მეორე ტაიმი: მეშველიანი, ტაბატაძე, ადამაძე, გურული, მახათაძე, ფალავანდიშვილი, ბაბუნაშვილი, ქვარიანი, იონანიძე, მეგრელაძე, კაპანაძე
მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

სამგურალი: კუჭუხიძე (73.ნუცუბიძე), ბანძელაძე, ნერგაძე, კილაძე (73.ბიბილაშვილი), ენდელაძე (57.ჯიმშელეიშვილი), გოგიჩაიშვილი, ბრეგვაძე (71.შალამბერიძე),გოგუაძე (71.ზ.ფანცხავა), დ.ჩიხლაძე (71.ლიპარტელიანი), ლაღაძე, გ.ჩხეტიანი (57.ციცხვაია)
მწვრთნელი: გია გიგატაძე

გაფრთხილება: ქვარიანი (62)
არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილიскачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები