მოგება ხიხანთან და ლიგა 3–ის პერსპექტივა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მოგება ხიხანთან და ლიგა 3–ის პერსპექტივა
  • მოგება ხიხანთან და ლიგა 3–ის პერსპექტივა

    დღეს წყალტუბოს ,,სამგურალი 2"–მა ხულოში ადგილობრივ ,,ხიხანთან" რეგიონული ლიგის გადადებულ შეხვედრა გამართა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ზვიად ქუთათელაძის გუნდმა ლაშა ჩავჩიძისა და ნიკა შალამბერიძის გოლებით ,,ხიხანი" 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით წინ წაიწია. ,,სამგურალი 2"–ს 26 ტურის შემდეგ 56 ქულა აქვს და მე–3 ადგილზეა. თუმცა, უახლოეს მდევარ ,,ლესიჭინეს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და იმერულ კლუბს 2 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ რეგიონული ლიგის ა ჯგუფიდან ლიგა–3–ში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ გადადიან. მე–3 ადგილოსანი კი პლეი–ოფიდან ეცდება ლიგა 3–ში დაწინაურებას.
    სატურნირო ცხრილს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.скачать dle 11.3