წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
სამგურალი 2–მა ქუთაისში იმარჯვა
დაემატა: 6-11-2017, 18:14
სამგურალი 2–მა ქუთაისში იმარჯვა
რეგიონული ლიგის 25–ე ტურში წყალტუბს ,,სამგურალი 2“ სტუმრად ქუთაისის ,,ტორპედო 2“–ს შეხვდა და 3:1 გაიმარჯვა. შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ტორპედოელები 35–ე წუთზე ლევან მანაგაძის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ წყალტუბოელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი გაშვებული გოლის შემდეგ არ გატყდნენ, თამაში დაალაგეს და 42–ე წუთზე ლევან ლიპარტელიანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმი ზვიად ქუთათელაძის შეგირდების უპირატესობით წარიმართა, შეუჩერებელი იყო ბაქარ ლაღაძე, რომელმაც 49–ე წუთზე ლაშა ჩიხლაძის კარგი გადაცემის შემდეგ გაიტანა, ორიოდე წუთში კი დუბლი შეასრულა–3:1 დარჩენილ დროში წყალტუბოელებმა უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს და მნივნელოვანი შეხვედრა მოიგეს. ქუთაისში გამარჯვების შემდეგ საპრიზო სამეულში მოხვედრისა და ლიგა–3 გადასვლისთვის ბრძოლა კიდევ უფრო რეალური გახდა. 25 ტურის შემდეგ ,,სამგურალი 2“ –ს 53 ქულა აქვს და მესამეზე მყოფ ,,ლესიჭინეს“ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

ტორპედო 2 (ქუთაისი) – სამგურალი 2 (წყალტუბო) 1:3

06.11. ქუთაისი. ,,ტორპედოს" ბაზა.
გოლები: 1:0 მანაგაძე (35), 1:1 ლიპარტელიანი (42.პენ), 1:2 ლაღაძე (49), 1:3 ლაღაძე (51)

ტორპედო 2: მეშველიანი, წიქარიშვილი (74.ხიჯაკაძე), გაგოშიძე, ქუთათელაძე, მახათაძე, ლომიძე (32.მაღლაკელიძე), ფირანიშვილი, წულაია (46.ქვარიანი), კუხიანიძე, იონანიძე, მანაგაძე
სათადარიგო: გიორგობიანი
მწვრთნელი: ვლადიმერ ჭყონია

სამგურალი 2: ნუცუბიძე, ხვადაგიანი (84.მუკბანიანი), ლუკა ჩავჩიძე, ენდელაძე, ნაცვლიშვილი, ხვიჩია, კოპალიანი, ლაღაძე (72.ლაშა ჩავჩიძე), ზ.ფანცხავა, ლიპარტელიანი, ლ.ჩიხლაძე
სათადარიგოები: სვანიძე, კოხრეიძე, ცერცვაძე, ნ.ქუთათელაძე, ლეშკაშელი
მწვრთნელი: ზვიად ქუთათელაძე

არბიტრი: ტარიელ რუხაიაскачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები