უცნაური ტური და გარკვეული მესამე ადგილოსანი » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
უცნაური ტური და გარკვეული მესამე ადგილოსანი
  • უცნაური ტური და გარკვეული მესამე ადგილოსანი

    ,,სამგურალი“ წყალტუბო – ,,გაგრა“ გაგრა 1:1

    03.11. მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა“

    1:0 ჩხეტიანი (44.პენ), 1:1 ხინთიბიძე (45+2)

    სამგურალი: ნუცუბიძე, ბანძელაძე, კილაძე, ბიბილაშვილი, ენდელაძე, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, ბრეგვაძე (61.ზ.ფანცხავა), დ.ჩიხლაძე (73.ციცხვაია), გოგუაძე (82.ლაღაძე), ჩხეტიანი
    სათადარიგოები: კუჭუხიძე, ა.ფანცხავა, ნერგაძე, ლიპარტელიანი
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე

    გაგრა: შევჩუკი, კიკნაძე, ჯგერენაია, ჯიშკარიანი, გეთიაშვილი, მოსიაშვილი (61.გვაზავა), გ.ქურდაძე, კახიანი (73.ცირდავა), გაფრინდაშვილი, პაპავა (44.მნათობიშვილი), ხინთიბიძე
    სათადარიგოები: ნადირაძე, ტყეშელაშვილი, წურწუმია, ქანთარია
    მთავარი მწვრთნელი: დენის ხომუტოვი

    გაფრთხილება: მოსიაშვილი (35), შალამბერიძე (65)
    გაძევება: ჯგერენაია (44)

    არბიტრი: გიორგი ვარდიძე

    ეროვნული ლიგა 2–ის 33–ე ტურში ისეთი ფაქტი დაფიქსირდა, როგორიც იშვიათად ხდება. გუნდები თითქოსდა, სპეციალურად სატურნირო ცხრილის მიხედვით იყვენენ დაწყვილებული... მაგალითად პირველ ადგილოსანი–მეორე ადგილოსანს ხვდებოდა, მესამე–მეოთხეს და ასე შემდეგ... წყალტუბოს ,,სამგურალის“ მეტოქეც სატურნირო ცხრილის ,,მეზობელი“ ,,გაგრა“ გახლდათ. ორივე გუნდს 48–48 ქულა ჰქონდათ და თუ გადასასვლელ პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსის შენარჩუნება უნდოდათ ორივეს გამარჯვებისთვის უნდა ებრძოლა. გია გიგატაძის გუნდი კარგა კანია შეხვედრებს ოპტიმალური შემადგენლობით ვერ ატარებს. ახლაც, გუნდს ტრავმების გამო თორნიკე ჯიმშელეიშვილი და თორნიკე კაკუშაძე დააკლდნენ. ცოტნე ხარაბაძემ კი სარეაბილიტაციო კურსი ორიოდე დღის წინ დაასრულა და მიმდინარე სეზონში გუნდს ვერ დაეხმარება...
    დღევანდელი შეხვედრის საწყისი წუთები გაგრელების უპირატესობით მიმდინარეობდა. დენის ხომუტოვის გუნდი ბურთს აკონტროლებდა და წყალტუბოელებს საკუთარი საჯარიმოდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. მიუხედავად ამისა, პირველი მეტ –ნაკლებად სახიფათო მომენტი იმერლებმა შექმნეს, 15–ე წუტზე ზაურ გოგუაძის ჩაწოდების შემდეგ გაგა ჩხეტიანმა ბურთს თავით შეუცვალა მიმართულება, თენგიზ ბრეგვაძე დასწრებაზე თამაშობდა, მაგრამ გაგრელთა მეკარემ ვადიმ შევჩუკმა დროულად დატოვა კარი და მდგომარეობა განმუხტა. 20–ე წუთზე სტუმრებმა ძალიან მწვავე შეტევით გვიპასუხეს – საჯარიმოს გარედან ლევან პაპავას სახიფათო დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა. 20–ე წუთზე გაგა ჩხეტიანს შეეძლო თავის გამოჩენა, იგი ერთი შეხებით ურტყამდა კარში, მაგრამ მეკარეს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება. ხუთიოდე წუთში უკვე ,,სამგურალი“ გადაურჩა გოლს. კიკნაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ გეთიაშილი ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. მოსიაშვილის ძლიერი დარტყმაც არაზუსტი გამოდგა. წყალტუბოელებმა მეტოქეს სახიფათო ,,სტანდარტულით“ უპასუხეს, თუმცა დემურ ჩიხლაძის დარტყმა მცირე მანძილთ ასცდა სამიზნეს. 32–ე წუთზე ძალიან სახიფათოდ ურტყამდა გიორგი ქურდაძე, თუმცა ალექსანდრე ნუცუბიძემ ბურთი ნახტომში მოიგერია. ამის შემდეგ უპირატესობა ,,სამგურალის“ მხარეს გადავიდა, წყალტუბოელები ძირითადად მარჯვენა ფლანგიდან ამწვავებდნენ მდგომარეობას, გაგრელებმა ჯერ ბრეგვაძე ვერ შეაჩერეს და ზედ მის წინააღმდეგ წესები ზედ საჯარიმოს მარჯვენა ხაზთან დაარღვიეს, შემდეგ კი გოგი გოგიჩაიშვილი შეაჩერეს წესების დარღვევით, ოღონდ წყალტუბოელთა საყრდენი ნახევარმცველი უკვე საჯარიმოში იყო და მსაჯმა პენალტთან ერთად გაგრელები წითელი ბარათითაც დასაჯა – მოედნიდან გიორგი ჯგერენაია გააძევა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა გაგა ჩხეტიანმა შეასრულა და 44–ე წუთზე წყალტუბოელები დააწინაურა –1:0. თითქოსდა, კაცნაკლულ მეტოქესთან ,,სამგურალს“ მოგება აღარ უნდა გაჭირვებოდა, მაგრამ დენის ხომუტოვის გუნდმა პირველი ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე წონასწორობა აღადგინა – ქურდაძის საჯარიმო დარტყმა მეკარემ პირდაპირ ნიკოლოზ ხინთიბიძის მისამართით მოიგერია და მასაც არ გასჭირვებია ახლო მანძილიდან გატანა –1:1 ,,გასახდელში“ მიღებულმა გოლმა ,,სამგურალზე“ ცუდად იმოქმედა. წყალტუბოელები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შეტევაში სიმწვავე აკლდათ. გაგრელებმა კი კონტრშეტევებზე გააკეთეს აქცენტი. 50–ე წუთზე უშანგი ბანძელაძის ფლანგურ გადაცემას საჯარიმოში ვერავინ გამოეხმაურა. შემდეგ ჩხეტიანს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ გოგუაძის კუთხურის შემდეგ მისი თავური დარტყმა მიზანს ასცდა. ბოლოს კვლავ ჩხეტიანი მოექცა ყურადღების ცენტრში, წყალტუბოელთა ფორვარდი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ შევჩუკმა კვლავ დამაჯერებლად ითამაშა და მდგომარეობა განმუხტა. ანგარიში დარჩენილ დროშიც აღარ შეცვლილა და გუნდები ფრეს დასჯერდნენ. პარალელურ შეხვედრაში ბოლნისის ,,სიონმა“ სტუმრად ,,ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა 2:1, რაც იმისა ნიშნავს, რომ ბოლნისელებმა მეტოქეები 10 ქულით ჩამოიცილეს და მე–3 ადგილი 3 ტურით ადრე გაინაღდეს...
    მომდევნო შეხვედრას ,,სამგურალი“ 16 ნოემბერს ,,მცხეთა პარკზე“ ,,ცხინვალის“ წინააღმდეგ გამართავს.

    скачать dle 11.3