ნულოვანი ფრე ზუგდიდში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ნულოვანი ფრე ზუგდიდში
  • ნულოვანი ფრე ზუგდიდში
    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ეროვნული ლიგა 2–ის 32-ე ტურის შეხვედრა სტუმრად ,,ზუგდიდთან“ გამართა და სოსო ფილიას გუნდთან ფრე–0:0 ითამაშა.
    მატჩის პირველი ნახევარი წყალტუბოლელების უპირატესობით მიმდინარეობდა. ორჯერ გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა გაგა ჩხეტიანს, მე–5 წუთზე წყალტუბოელთა ბომბარდირის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, 14–ე წუთზე კი ჩხეტიანი ცარიელი კარში ურტყამდა, მაგრამ ფანცხავას გადაცემა ძლიერი აღმოჩნდა და ჩხეტიანმა ბურთი კარს ააცილა. მასპინძელთა მხრიდან იგნატიევის სახიფათო დარტყმა იყო გამოსარჩევი, რომელიც მიზანს მცირედით ასცდა. ტაიმის მიწურულს ისევ ჩხეტიანი მოექცა ყურადღების ცენტრში, მაგრამ მისი თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
    უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ზუგდიდელები გააქტიურდნენ და 52–ე წუთზე დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ფხაკაძემ ,,სამგურალის“ საჯარიმოში შექმნილი არეულობის შემდეგ ცარიელ კარში ვერ გაიტანა. ფხაკაძეს ორიოდე წუთში ისევ მიეცა ანგარიშის გახსნის შანსი, როცა ლაშხიას დარტყმა ნუცუბიძემ მისი მისამართით მოიგერია, მაგრამ ზუგდიდელმა ფორვარდმა კარს ამჯერადაც ვერ დაუმიზნა. სახიფათო იყო წოწონავას დარტყმაც, მაგრამ სიზუსტე მასაც დააკლდა. დარჩენილ დროში რამდენჯერემე მდგომარეობა ორივე კართან დაიძაბა, თუმცა ყველაზე სახიფათო შეცვლაზე შესული დავით ციცხვაიას თავური დარტყმა იყო, რომელიც მცირე მანძილით ასცდა კარს.
    ,,სამგურალს“ ,,ზუგდიდთან“ ფრის შემდეგ 48 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში მე–5 ადგილზეა.

    ,,ზუგდიდი“ ზუგდიდი – ,,სამგურალი“ წყალტუბო 0:0
    29.10. ზედა ეწერი. ,,ცენტრალური“

    ზუგდიდი: ჯომიდავა, შაკიროვი, წყაროზია, ხარბედია, რუხაია, კირსანოვი, იგნატენკო, წოწონავა, ლაშხია, სამუშია, ფხაკაძე
    სათადარიგოები: ეხვაია, გოგალაძე, ქეცბაია, ჭედია, ძაძუა, ქირია, ლ.აკობია
    მწვრთნელი: სოსო ფილია

    სამგურალი: ნუცუბიძე, ბანძლაძე, ბიბილაშვილი, კილაძე, ენდელაძე, ზ.ფანცხავა (60.კაკუშაძე), შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, გოგუაძე, დ.ჩიხლაძე (90+3 ნერგაძე), ჩხეტიანი (72.ციცხვაია)
    სათადარიგოები: კუჭუხიძე, ა.ფანცხავა, ლ.ჩიხლაძე, ლაღაძე
    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    გაფრთხილება: რუხაია (59)
    არბიტრი: დავით სანოძეскачать dle 11.3