იმერულ დერბში სამგურალმა გაილაღა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
იმერულ დერბში სამგურალმა გაილაღა
  • იმერულ დერბში სამგურალმა გაილაღა

    https://www.youtube.com/watch?v=0rf4VZDi2nI&feature=youtu.be (ვიდეოს ლინკი)

    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ეროვნული ლიგა 2––ის 31 ტურში ტყიბულის ,,მეშახტე“ დიდი ანგარიშით –5:0 დაამარცხა და სამმატჩიან წარუმატებელ სერიას წერტილი დაუსვა. მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართული იმერული დერბი წყალტუბოელების დიდი უპირატესობით წარიმართა, რაზეც საბოლოო ანგარიშიც მეტყველებს. გია გიგატაძის შეგირდებს სწრაფმა გოლებმაც გაუადვილეს საქმე. მე–9 წუთზე თენგიზ ბრეგვაძის იერიშს წინ მეკარე გადაეღობა, მაგრამ გამოვარდნილ ბურთზე პირველი ნიკა შალამბერიძე გაჩნდა და ,,სამგურალი“ წინა გაიყვანა–1:0. სამიოდე წუთში ნომინალურმა მასპინძლებმა მეორედაც იხეირეს, ,,მეშახტეს“ საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, ტყიბულელებმა ბურთის მოგერიება ვერ მოახერხეს, რითაც წყალტუბიელებმა ისერგებლეს, გაგა ჩხეტიანის თავური გადაცემის შემდეგ ბექა ბიბილაშვილმა თავითვე ორამდე გაზარდა ანგარიში. ტყიბულელები მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადნენ და მე–16 წუთზე ნიკა კვასხვაძეს ანგარიშის შემცირება შეეძლო, თუმცა მისი ძლიერი დარტყმა ,,სამგურალის“ ახალგაზრდა მეკარე ალექსანდრე ნუცუბიძემ ნახტომში მოიგერია. სხვათა შორის, 35–ე წუთზე კვასხვაძისა და ნუცუბიძის დუელი კვლავ წყალტუბოელთა კიპერის გამარჯვებით დასრულდა, ტყიბულელთა გამოცდილი შემტევი ახლოდან თავით ურტყამდა, თუმცა ნუცუბიძემ კარგი რეაქცია გამოავლინა და ურთულესი ბურთი მოიგერია. 40–ე წუთზე ,,მეშახტეს“ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ტყიბულელთა მეკარე ლევან ტყეშელაშვილმა შეცდომა დაუშვა და პირდაპირ გაგა ჩხეტიანს ჩააბარა ბურთი, რომელმაც საჩუქარი კარგად გამოიყენა და ანგარიში 3:0 გახადა. მატჩის მეორე ნახევარში წყალტუბოელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს, თავი დემურ ჩიხლაძემ და ზაურ გოგუაძემ გამოიჩინეს –5:0 წყალტუბოელებს ამ გოლამდეც ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ჩხეტიანს, ბრეგვაძეს, ჩიხლაძესა და შალამბერიძეს სიზუსტე დააკლდათ. რამდენიმე სახიფათო იერიში ,,მეშახტემაც“ განახორციელა, მაგრამ უშედეგოდ. ყველაზე დასამახსოვრებელი სტუმართა შეტევებიდან ცაგარეიშვილის (60წთ.) დარტყმა იყო, რის შემდეგაც ბურთი კარის ხაზიდან ბიბილაშვილმა ძელის ,,დახმარებით“ მოიგერია...
    ,,სამგურალმა“ მარცხიანი სერიის შემდეგ საჭირო გამარჯვება მოიპოვა. წყალტუბოელებმა დიდი დანაკლისის მიუხედავად (მიზეზთა გამო გუნდს გიორგი ნერგაძე, თორნიკე კაკუშაძე, უშანგი ბანძელაძე, დავით კუპატაძე, ცოტნე ხარაბაძე და თორნიკე ჯიმშელეიშვილი აკლდა) ვაჟკაცურად იბრძოლეს და ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს.
    მომდევნო შეხვედრას ,,სამგურალი“ 29 ოქტომბერს სტუმრად ,,ზუგდიდთან“ გამართავს.


    ,,სამგურალი“ წყალტუბო – ,,მეშახტე“ ტყიბული 5:0

    19.10. მარტვილი. სტადიონი: ,,მურთაზ ხურცილავა“

    1:0 შალამბერიძე (9), 2:0 ბიბილაშვილი (13), 3:0 ჩხეტიანი (40), 4:0 დ.ჩიხლაძე (71), 5:0 გოგუაძე (80)

    სამგურალი: ნუცუბიძე, ფანცხავა, კილაძე, ბიბილაშვილი, ენდელაძე, დ.ჩიხლაძე, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, ბრეგვაძე (68.ლაღაძე), გოგუაძე (81.ა.ფანცხავა) , ჩხეტიანი (76.ციცხვაია)
    სათადარიგოები: კუჭუხიძე, ლაღაძე, ვარდანიძე, ნაცვლიშვილი, ქოიავა
    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    მეშახტე: ლ.ტყეშელაშვილი, ნ.ხარაბაძე, აფხაზავა, ხოსე ლინკოლნი, ბ.ქართველიშვილი (53.ფურცხვანიძე) თ.ბანძელაძე ( 59.ასანიძე), ჭრელაშვილი, ყიფიანი (79.ჭანკვეტაძე), ნ.კვასხვაძე, ენდელაძე, ცაგარეიშვილი
    სათადარიგოები: კვერნაძე, გვენეტაძე, ყურულაშვილი, ჭოხონელიძე
    მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი

    გაფრთხილება: ლ.ტყეშელაშვილი (74)
    არბიტრი: ირაკლი კვირიკაშვილი
    ასისტენტები: კობა სადილიანი, მიხეილ კუპატაძეскачать dle 11.3