წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
მოულოდნელი მარცხი გურიასთან
დაემატა: 12-10-2017, 21:42
მოულოდნელი მარცხი გურიასთან
წყალტუბოს ,,სამგურალი“ ლანჩხუთის ,,გურიასთან“ 30–ე ტურის შეხვედრაში მოულოდნელად დამარცხდა. წყალტუბოელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებდნენ, გურულებმა კი კარში სამჯერ დაარტყეს და აქედან ორჯერ გაიტანეს. შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა ,,გურიას“ მეკარე ირაკლი ხვედელიძემ ,რომელმაც არაერთხელ იხსნა საკუთარიგუნდი გოლისგან. ლანჩხუთელთა კიპერმა შეხვედრის დებიუტში ნიკა შალამბერიძეს, თენგიზ ბრეგვაძეს და ბექა ბიბილაშვილს არ გაატანინა. 14–ე წუთზე ,,სამგურალის“ მეკარე დავით კუპატაძემაც მოიგერია ორი რთული დარტყმა, თუმცა ,,სტუმრების“ კუთხურს გოლი მოჰყვა, დავით მოსიძის თავური დარტყმისას კუპატაძე უძლური აღმოჩნდა –0:1
წყალტუბოელებმა მალევე გაათანაბერეს ანგარიში, ამ ეპიზოდში სტუმართა მეკარე წინ იყო გამოსული და მისი ერთადერთი შეცდომა დემურ ჩიხლაძემ კარგად გამოიყენა, საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და წონასწორობა აღადგინა 1:1
გოლის შემდეგ გია გიგატაძის გუნდმა მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა, საგოლე მომენტები ჰქონდათ ზაურ გოგუაძეს, ჩიხლაძესა და ბრეგვაძეს, მაგრამ კვლავ დამაჯერებლად თამაშობდა ირაკლი ხვედელიძე.
მეორე ტაიმიც ,,სამგურალის“ შეტევებით დაიწყო, ივანე კილაძისა და დავით ციცხვაიას დარტყმები სამიზნეს ასცდა. ამდენი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ დაუწერელი საფეხბურთო კანონი ,,არ გაიტან, გაგიტანენ ამოქმედდა“ – კუთხურის შემდეგ წყალტუბოელებმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთი ხეირიანად ვერ გამოიტანეს, გიორგი არქანიას ჩაწოდებას შეცვლაზე შესული ემანუელ იაგრის შდეგიანი თავური დარტყმა მოჰყვა ,,გურია“ კვლავ დაწინაურდა –1:2
წყალტუბოელებმა დარჩენილი დრო შეტევებში გაატარეს. ანგარიშის გათანაბრება შეეძლო ბრეგვაძეს, მაგრამ ახლო მანძილიდან ხეირიანად ვერ დაარტყა... ,,სამგურალი“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა და სატურნირო ცხრილში 44 ქულით კვლავ მე–6 ადგილზეა.

,,სამგურალი“ წყალტუბო – ,,გურია“ ლანჩხუთი 1:2
ეროვნული ლიგა 2 XXX ტური
12.10 მარტვილი. სტადიონი: ,,მურთაზ ხურცილავა“

გოლები: 0:1 დავით მოსიძე (14),1:1 დ. ჩიხლაძე (19), 1:2 ემანუელ იარგი (73)

სამგურალი: კუპატაძე, ბანძელაძე, ბიბილაშვილი, კილაძე (79.ნერგაძე), ენდელაძე, გოგიჩაიშვილი, შალამბერიძე (46.ლაღაძე), ჩიხლაძე, ბრეგვაძე, გოგუაძე, ციცხვაია (69.ჩხეტიანი)
სათადარიგოები: კუჭუხიძე, ზ.ფანცხავა, ა.ფანცხავა, ჩავჩიძე
მწვრთნელი: გია გიგატაძე

გურია: ხვედელიძე, შენგელია, მოსიძე, მეგრელიშვილი, კოტრიკაძე, ტყემალაძე, ტელა (51.წერეთელი), შარიქაძე (86.ნარიაშვილი), არქანია, ბაკურაძე, ვაგნერი (64.ემანუელი)
სათადარიგოები: პოლტავცევი, დუდუჩავა, კიკნაველიძე, ბერიძე
მწვრთნელი: დავით მახარაძე
გაფრთხილება: ვაგნერი (33), ტელა (49), ბანძელაძე (60), კილაძე (76), ბაკურაძე (90+3)
არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი
ასისტენტები: დავით ახვლედიანი, ზურაბ ტაბაღუაскачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები