წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
უხვგოლიანი შეხვედრა და მნიშვნელოვანი სამი ქულა
დაემატა: 8-10-2017, 20:23
უხვგოლიანი შეხვედრა და მნიშვნელოვანი სამი ქულა

რეგიონალური ლიგის 21–ე ტურში წყალტუბის ,,სამგურალი 2“–მა ბათუმის ,,დინამო 2“–ს უმასპინძლა და ზღვისპირლები დაძაბულ შეხვედრაში 4;2 დაამარცხა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე წყალტუბოელებისთვის დღევანდელი შეხვედრა ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ზვიად ქუთათელაძის გუნდს ლიგა 3–ში გადასვლის შანსი აქვს და ამისათვის თითოეულ შეხვედრაში 3 ქულისთვის უნდა იბრძოლოს. შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ,,ზუგდიდის“ ყოფილი მეკარის შოთა მამინაშვილის ხსოვნას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა.
,,სამგურალი–2“–მა დღევანდელი მატჩი აქტიურად დაიწყო. წყალტუბოელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და საგოლე მომენტებსაც ქმნიდნენ, ლაშა ჩიხლაძეს ორ ეპიზოდში არ გაუმართლა, პირველად მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა, მომდევნო მომენტისას კი სტუმრები მეკარემ იხსნა. ჩიხლაძემ ანგარიში მესამე ცდაზე გახსნა, მე–18 წუთზე ზურაბ ფანცხავას გადაცემის შემდეგ დასწრებაზე ითამაშა და მასპინძლები დააწინაურა–1:0 38–ე წუთზე წყალტუბოელებმა სხვაობა გაზარდეს. მასპინძლების შესანიშნავ კომბინაციას ბაქარ ლაღაძის დარტყმა მოჰყვა, ბურთი ბოლო მომენტში ბათუმელ დავით მინდაძეს მოხვდა და კარში მისგან აღმოჩნდა–2:0
მეორე ტაიმის საწყისი წუთები ,,სამგურალი 2“–ისთვის კოშმარული გამოდგა. ჯერ იყო და გიორგი ლორიამ ზუსტი საჯარიმო დარტყმით შეამცირა ანგარიში, ცოტა ხანში კი ზურაბ ბერიძემ საჯარიმოს შიგნიდან ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა 2:2. ბათუმლებს წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ ხუბუას დარტყმა მცირე მანძილით ასცდა კარს. საბედნიეროდ, წყალტუბოელები მალე გამოფხიზლდნენ და მწვავედ შეუტიეს. შედეგმაც არ დაახანა, 60–ე წუთზე დავით ხვიჩიამ ,,სამგურალი 2“ ისევ წინ გაიყვანა. ამის შემდეგ ზვიად ქუთათელაძის შეგირდებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ და პირველ ტაიმში არსებული სტატუს–ქვოც აღადგინეს, 85–ე წუთზე სტუმართა კარი ლუკა ჩავჩიძემ დალაშქრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა–4:2
წყალტუბოს ,,სამგურალი 2“ 43 ქულით რეგიონალური ლიგის ა ჯგუფში მე–4 ადგილზე იმყოფება.

,,სამგურალი 2“ წყალტუბო – ,,დინამო 2“ ბათუმი 4:2
რეგიონალური ლიგა 21–ე ტური
08.10. წყალტუბო. სტადიონი: ,,26 მაისი“
გოლები: 1:0 ლაშა ჩიხლაძე (18), 2:0 დავით მინდაძე (ს.კ), 2:1 გიორგი ლორია (48), 2:2 ზურაბ ბერიძე (51), 3:2 დავით ხვიჩია (60), 4:2 ლუკა ჩავჩიძე (85)
,,სამგურალი 2“: ნუცუბიძე, ლეშკაშელი, ლუკა ჩავჩიძე, ა.ფანცხავა, ნაცვლიშვილი, ხვიჩია, ზ.ფანცხავა, ლიპარტელიანი (75.ხვადაგიანი), ლაღაძე, ლაშა ჩავჩიძე (88.ცერცვაძე), ლ.ჩიხლაძე (86.პატარიძე)
სათადარიგოები: გორდელაძე, ქუთათელაძე, ღვაჩლიანი, კინწურაშვილი
მწვრთნელი: ზვიად ქუთათელაძე
,,დინამო 2“: ტაკიძე, ძიძიგური (86.უღრელიძე), მინდაძე, ბუღგალცერი, ზოიძე (72.მაისაია), თანდილავა, ლორია, ჯურკვეიძე, ბერიძე, მიქაძე (84.შაინიძე), ხუბუა
სათადარიგო: კოროშინიძე
მწვრთნელი: გერმანე კიკალიშვილი
არბიტრი: დავით სანოძეскачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები