წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
უქულოდ, თანაბარ ბრძოლაში
დაემატა: 2-10-2017, 17:07
უქულოდ თანაბარ ბრძოლაში

,,რუსთავი“ – ,,სამგურალი“ 1:0
01.10. რუსთავი. სტადიონი: ,,ფოლადი“
1:0 ნიკოლოზ აფაქიძე (70)

,,რუსთავი“: ალავიძე, ვასაძე, გაფრინდაშვილი, სამხარაძე, მინდორაშვილი, მეტრეველი, ლობჯანიძე (69.გოგინაშვილი), ციცქიშვილი (69.კირკიტაძე), გუჯაბიძე, აფაქიძე, სიჭინავა (90.ქათამაძე)
სათადარიგოები: მერლანი, კილასონია, ე.კილაძე, ცაცკრიალაშვილი,
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია

,,სამგურალი“: კუპატაძე, ბიბილაშვილი, კილაძე, ჯიმშელეიშვილი (90. გოგოჩაიშვილი), კაკუშაძე, ენდელაძე, ბანძელაძე (82.ზ.ფანცხავა), შალამბერიძე, გოგუაძე, დ.ჩიხლაძე, ჩხეტიანი (80.ციცხვაია)
სათადარიგოები: ნუცუბიძე, ნერგაძე, ა.ფანცხავა, ჩავჩიძე
მწვრთნელი: გია გიგატაძე
გაფრთხილება: ბანძელაძე (29), ჩხეტიანი (42), ვასაძე (73), კირკიტაძე (82)
არბიტრი: გიორგი ვარდიძე

წყალტუბოს ,,სამგურალი“ ეროვნული ლიგა 2–ის 29–ე ტურში სტუმრად რუსთავის ,,რუსთავს“ დაუპირისპირდა და თანაბარ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. რუსთაველები უმაღლეს ლიგაში გადასვლის ერთ–ერთი მთავარი პრეტენდენტები არიან და მათთვის ამ შეხვედრის შედეგს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მასპინძლებმა თავიდანვე სცადეს უპირატესობის მოპოვება, მაგრამ არ გამოუვიდათ. ,,სამგურალი“ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის არყოფნის მიუხედავად, საკმაოდ ორგანიზებულად თამაშობდა. მეტრეველის მეტ–ნაკლებად სახიფათო თავურ დარტყმას თუ არ ჩავთვლით რუსთაველებს პირველ ტაიმში რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ. წყალტუბოელების შეტევებიდან ივანე კილაძის სახიფათო თავური დარტყა არის გამოსარჩევი, რომელიც მცირე მანძილით ასცდა ხარიხას. თანაბარი თამაში მატჩის მეორე ნახევარშიც გაგრძელდა. ყველაზე ახლოს გოლის გატანასთან ზაურ გოგუაძე იყო, თუმცა მისი ძლიერი დარტმა ჯერ მეკარემ მოიგერია, მისგან კი ბურთი ძელს მოხვდა და მასპინძლები აშკარა გოლს გადაურჩნენ. საჯარიმოში შეღწევას რომ ვერ ახერხებდნენ, რუსთაველებმა ,,სტანდარტულებით“ სცადეს ფონს გასვლა. 66–ე წუთზე დათა სიჭინავას სახიფათო საჯარიმო დარტყმა მეკარე დავით კუპატაძემ მოიგერია. 70–ე წუთზე კი მატჩის ერთადერთი გოლი სწორედ სიჭინავას მიერ შესრულებულ საჯარიმოს მოჰყვა, მან მეკარის ბაქანთან ჩაუშვა ბურთი, სადაც მცველებს ნიკოლოზ აფაქიძემ დაასწო და მასპინძლები ახლო მანძილიდან დააწინაურა–1:0 დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. შეხვედრა ,,რუსთავის“ გამარჯვებით დასრულდა, ,,სამგურალმა“ კი ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო. მომდევნო მატჩს გია გიგატაძის გუნდი 12 ოქტომბერს ,,გურიის“ წინააღმდეგ გამართავს.скачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები