დროული მოგება » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
დროული მოგება
  • წყალტუბოს ,,სამგურალი“ ბოლნისის ,,სიონს“ მასპინძლის სტატუსით მარტვილში დაუპირისპირდა და ეროვნული ლიგა 2–ის მესამეადგილოსანი 2:0 დაამარცხა.
    წყალტუბოელებისთვის დღევანდელი მოგება სატურნიროსთან ერთად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გუნდმა ძალები მოიკრიბა და ჩემპიონატის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდის დამარცხებით დაამტკიცა, რომ ,,სამგურალის“ ჩავარდნა დროებითი მოვლენა გახლდათ.
    თუკი, მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო მატჩების განმავლობაში ტრავმიანობისა და დისკვალიფიკაციების გამო წყალტუბოელები ოპტიმალური შემადგენლობით ვერ თამაშობენ, მათი მოგება მით უფრო დასაფასებელია.
    გუნდს შუახაზში ძალიან დააკლდა ცოტნე ხარაბაძე, რომელიც ტრავმას იშუშებს, ამას კიდევ ერთი საყრდენი ნახევარმცველის ნიკა შალამბერიძის დისკვალიფიკაცია დაემატა. სხვადასხვა მიზეზების გამო გუნდს ვერ ეხმარებოდნენ მეკარრე დავით კუპატაძე და ბაქარ ლაღაძე.
    კუპატაძის არყოფნაში ,,სამგურალის“ კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა 20 წლის ალექსანდრე ნუცუბიძეს დაევალა, რომლისთვისაც დღევანდელი მატჩი სადებიუტო იყო. ახალგაზრდა მეკარემ მასზე გაცემული ავანსები სრულიად გაამართლა, მთელი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და რაც მთავარია, კარი მშრალად შეინახა.
    შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ,,სიონი“ პირველ ნომრად თამაშს ცდილობდა, მაგრამ წყალტუბოელებს ზონები კარგად ჰქონდათ გადაკეტილი და სტუმართა მთავარი დამრტყმელი ძალა ჯაბა დვალი ფაქტობრივად გამოთიშული ჰყავდათ თამაშიდან. მიუხედავად ამისა, 20–ე წუთზე დვალმა მაინც მოახერხა ხიფათის შექმნა, თუმცა ალექსანდრე ნუცუბიძემ შეძლო მდგომარეობის განმუხტვა. თანდათან მატჩის სადავეები ნომინალური მასპინძლების მხარეს გადავიდა. 23–ე წუთზე თენგიზ ბრეგვაძემ ძალზედ სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, თუმცა შესანიშნავად ითამაშა ბოლნისელთა მეკარე თორნიკე ზარქუამ, რომელმაც
    რთული ბურთი მოიგერია. მან მომედევნო ეპიზოდებშიც არერთხელ იხსნა საკუთარი გუნდი გოლისგან. 39–ე წუთზე ზარქუამ ბრეგვაძის კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმა მოიგერია, შემდეგ კი ბიბილაშვილს აუღო ,,მკვდარი“ ბურთი. ამ მომენტებამდე იყო ეპიზოდი, როცა ,,სამგურალი“ უნდა დაწინაურებულიყო, მაგრამ ბანძელაძის კარგი გადაცემის შემდეგ, შესანიშნავ პოზიციაზე მყოფ გაგა ჩხეტიანს დარტყმა არ გამოუვიდა.
    მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ბოლნისელთა რიგებში გიორგი მიქაბერიძე გამოჩნდა, რომელიც აქტიურად ჩაერთო თამაშში და 51–ე წუთზე დაემუქრა კიდეც წყალტუბოელთა კარს, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.
    შეცვლებს მიმართა ,,სამგურალის“ თავკაცმა გია გიგატაძემაც, ერთი შეხედვით მან გარისკა, როცა ჩამშლელი გოგი გოგიჩაიშვილის ნაცვლად შეტევაზე ორიენტირებული დემურ ჩიხლაძე შეიყვანა, შემდეგ კი ბრეგვაძისა და თორნიკე ჯიმშელეიშვილის ნაცვლად ფლანგებზე ზურაბ ფანცხავა და ლაშა ჩავჩიძე განამწესა.თუმცა, როგორც შემდეგ გამოჩნდა, დიდწილად სწორედ ამ ცვლილებებმა გადაწყვიტეს მატჩის ბედი. შეხვედრის 88–ე წუთი მიმდინარეობდა, როცა ჩიხლაძემ შესანიშნავი გადაცემით ზაურ გოგუაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და მანაც თანაგუნდელები არ დააღალატა – 1:0;
    მეორე საგოლე შეტევაც ჩიხლაძემ წამოიწყო და შეცვლაზე შესულმა ზურაბ ფანცხავამ დააგვირგვინა. მანამდე კი მასვე გოლის გატანის 100% იანი შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასვლით ვერ ისარგებლა.

    ,,სამგურალმა“ დღევანდელი მოგების შემდეგ 44 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში კვლავ მე–5 პოზიციაზე რჩება. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 27 სექტემბერს ,,ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.

    ,,სამგურალი“ წყალტუბო – ,,სიონი“ ბოლნისი 2:0
    ეროვნული ლიგა 2. 27-ე ტური
    21.09.2017. მარტვილი. სტადიონი: ,,მურთაზ ხურცილავა“
    გოლები: 1:0 ზაურ გოგუაძე (88), 2:0 ზურაბ ფანცხავა (90+4)

    ,,სამგურალი“: ნუცუბიძე, ბანძელაძე, ნერგაძე, ბიბილაშვილი (c), კაკუშაძე, ენდელაძე, გოგიჩაიშვილი (46.დ.ჩიხლაძე), ბრეგვაძე (62.ზ.ფანცხავა), გოგუაძე, ჯიმშელეიშვილი (75.ლ.ჩავჩიძე), ჩხეტიანი
    სათადარიგოები: კუჭუხიძე, ა.ფანცხავა, კილაძე, ციცხვაია
    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    ,,სიონი“: ზარქუა, გიორბელიძე (62.უგულავა), თევზაძე, ნოზაძე, ჯაფარიძე, ქიქავა, სიხარულია, კოშკაძე, პაპუაშვილი (56.ჭეიშვილი), კვარაცხელია (46.მიქაბერიძე), დვალი (c)
    სათადარიგოები: მაქაცარია, თომაშვილი, ნემსაძე, ყურაშვილი
    მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

    გაფრთხილება: ჯაფარიძე (38), მიქაბერიძე (75)
    არბიტრი: ჯენერი ხორავაскачать dle 11.3