წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
ცხინვალის დღე
დაემატა: 9-09-2017, 12:50
ცხინვალის დღე
წყალტუბოს ,,სამგურალმა“ მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა. ალბათ, ყველაზე სკეპტიკური გულშემატკივარციც ვერ წარმოიდგენდა მოვლენების იმგვარად განვითარებას, რაც გუშინ მურთაზ ხურცილავას სახელობის არენაზე მოხდა. წყალტუბოელებმა ,,ცხინვალთან“ უშანსოდ წააგეს–0:4. მატჩის შედეგზე დიდწილად დებიუტში დაშვებულმა შეცდომებმა იმოქმედა. თამაზ მაქაციარასა და ლუკა გადნარის გოლებით ,,ცხინვალი“ მ–15 წუთისთვის უკვე 2:0 იგებდა. 28–ე წუთზე თენგიზ ბრეგვაძეს გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან, მისი დარტყმა ჯერ ძელმა მოიგერია, გამოვარდნილ ბურთზე კვლავ ბრეგვაძე ამატებდა, მაგრამ კარს ააცილა. ხუთიოდე წუთში მაქაციარიამ დუბლი შეასრულა და ,,სამგურალის“ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა–0:3 მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული დავით ციცხვიას თავური დარტყმა ცხინვალელთა საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. წყალტუბოელები მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში უტევდნენ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხეს, სტუმრებმა კონტრშეტევაზე გააკეთეს აქცენტი და 89–ე წუთზე კიდევ ერთხელ იხეირეს, შეცვლაზე შესული ლევან ბარაბაძე მცველებს იოლად დაუსხლტა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გუშინ ცხინვალელებისთვის მართლაც იღბლიანი დღე იყო. გარდა იმისა, რომ ლამაზ სტილში მოიგეს, პარალელურ შეხვედრებში მათი უშუალო კონკურენტები (,,გურია“, ,,ზუგდიდი“ ,,მეშახტე“ დამარცხდნენ, რითაც სტუმრებმა ძალიან გაიხარეს.

,,სამგურალი“ წყალტუბო – ,,ცხინვალი“ ცხინვალი 0:4
08.09. მარტვილი, სტადიონი: ,,მურთაზ ხურცილავა“
0:1 თამაზ მაქაცარია (7), 0:2 ლუკა გადრანი (15), 0:3 თამაზ მაქაცარია (32) , 0:4 ბარაბაძე (89)
სამგურალი: კუპატაძე, ბანძელაძე, ნერგაძე, ბიბილაშვილი (კ), კაკუშაძე, შალამბერიძე, ბრეგვაძე, გოგუაძე (ლიპარტელიანი 78), ჩიხლაძე (ციცხვაია 54), ჯიმშელეიშვილი (ლაღაძე 35), ჩხეტიანი
სათადარიგოები: კუჭუხიძე, კილაძე, ფანცხავა, , ენდელაძე
მწვრთნელი: გია გიგატაძე
ცხინვალი: პროკოპენკო, ლომსაძე (ჭანუყვაძე 86), მაისურაძე, გადრანი, ლაცაბიძე, წივწივაძე, ყურაშვილი, თათხაშვილი, ლეჟავა (ბარაბაძე 46), მაქაცარია, კასრელიშვილი (ქრისტესიაშვილი 53)
სათადარიგოები: კერესელიძე, შენგელია, მესხი, მათიაშვილი
მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე
გაფრთხილება: კასრელიშვილი (45)
არბიტრი: გიორგი ვარდიძე
ასისტენტები: ზურაბ ტაბაღუა, პაატა ბელთაძეскачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები