წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
რევანში გაგრასთან და სუპერ გოლები
დაემატა: 26-08-2017, 14:03
ჩვენს გუშინდელ მეტოქეს 15 ივნისის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2–ში შეხვედრა არ მოუგია. გაგრელებმა ბოლოს 3 ქულა მე–17 ტურში მოიპოვეს, როცა საკუთარ კედლებში ,,მეშახტეს“ 2:0 სძლიეს. მას შემდეგ ,,გაგრამ“ 6 დან 6–ვე შეხვედრა წააგო და სატურნირო ცხრილშიც დაქვეითდა. ამდენად, მასპინძლები ,,სამგურალთან“ მატჩში ნავსის გატეხვასა და მდგომარეობის გამოსწორებას გეგმავდნენ. თუმცა, საკუთარი გეგმები ჰქონდა გია გიგატაძის გუნდს, წყალტუბოელები მე–15 ტურში განცდილი მარცხის (0:1) გამო რევანშისთვის იყვნენ განწყობილი და გაგრელებისთვის რაიმეს დათმობას არ აპირებდნენ. საბოლოოდ, შხვედრა იმერლების გამარჯვებით დასრულდა, ,,გაგრამ“ კი ზედიზედ მე–7 შეხვედრა წააგო და ეროვნული ლიგაში გადასვლის შანსებიც ძალიან შეიმცირა.
მატჩი საინტერესო, სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. გოგი გოგიჩაიშვილის გაძევების გამო დასკვნითი 10 წუთის განმავლობაში ,,გაგრას“ რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ გია გიგატაძის შეგირდებმა მეტოქის შეტევებს გაუძლეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს... თუმცა, აჯობებს მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვეთ...
მატჩის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, ძალიან ცხელოდა და ტემპიც არ იყო მაღალი. გაგრელები ბურთს მეტად ფლობდნენ, მაგრამ პირველი რეალური საგოლე მომენტი წყალტუბოელებმა შექმნეს, მე–13 წუთზე გოგი გოგიჩაიშვილის გადაცემის შემდეგ ნიკა შალამბერიძემ საჯარიმოს გარედან ძლიერად დააქუხა, მაგრამ მასპინძელთა მეკარე გიორგი ნადირაძე კარგად გაისარჯა და ბურთი ნახტომში მოიგერია. აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ უპირატესობას კვლავ მასპინძლები დაეუფლნენ და საპასუხო შეტევაში დაწინაურდნენ კიდეც. მე–14 წუთზე გაგრელებმა მარჯვენა ფლანგიდან წამოიწყეს შეტევა და საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთეს, სადაც მცველებს ზვიად ქანთარია დარჩათ უყურადღებოდ, მანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და ზუსტი დარტყმით ,,გაგრა“ წინ გაიყვანა –1:0
გია გიგატაძის შეგირდების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაშვებულ გოლს ისინი არ დაუბნევია, პირიქით, ,,სამგურალი“ გაცილებით მობილიზებული გახდა და შეტევაშიც უფრო მწვავედ გამოიყურებოდა. წყალტუბოელებს მონდომება მალევე დაუფასდათ, 32–ე წუთზე ნიკა შალამბერიძემ ჯარიმა შეასრულა, მის მიერ ჩაწოდებულ ბურთს მეტოქის საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, ზაურ გოგუაძის თავური დარტყმა მეკარემ უკუაგდო, გამოვარდნილ ბურთზე გიორგი ნერგაძე ამატებდა, მაგრამ მას მცველი გადაეღობა, ბურთი მაღალი ტრაექტორიით მეკარის ბაქნისკენ წავიდა, სადაც ყველაზე კარგად გოგუაძე გაერკვა სიტუაციაში და ულამაზესი მაკრატელა დარტყმით ანგარიში გაათანაბრა 1:1. სხვათა შორის, გოგუაძე ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ,,სამგურალმა“ ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის დაიმატა, ზოგიერთი ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მწვრთნელების ნდობას ამართლეს, ბოლო შეხვედრებში ერთ–ერთი გამორჩეულია და გოლის ალღოც არ დაეწუნება...
გოლის შემდეგ წყალტუბოელები ,,მადაზე“ მოვიდნენ და კიდევ ორჯერ იხეირეს. 38–ე წუთზე მასპინძლებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს, მეკაერთან პირისპირ გასულ თენგიზ ბრეგვაძეს ნადირაძემ აუღო, მაგრამ დამატებაზე გაგა ჩხეტიანმა ითამაშა და ,,სამგურალი“ წინ გაიყვანა 1:2.
მეორე გოლის შემდეგ ,,გაგრა“ სულ მოიშალა, მასპინძლები მდგომარეობაში გარკვევას ვეღარ ახერხებდნენ, რითაც გია გიგატაძის შეგირდებმა კარგად ისარგებლეს და მეტოქეს გასახდელში კიდევ ერთი ბურთი ,,გააყოლეს“. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე თორნიკე ჯიმშელეიშვილის ,,სტანდარტულის“ შემდეგ ბექა ბიბილაშვილმა ზუსტი თავური დარტყმით სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარა 1:3.
მეორე ტაიმი გაგრამ აქტიურად დაიწყო და მდგომარეობის გამოსწორების შანსი მალევე დაიბრუნა. 56–ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშივმა მასპინძლების ლამაზი კომბინაცია შესანიშნავი გოლით დააგვირგვინა, გაფრინდაშვილმა მახვილი კუთხიდან ცაციათი დაარტყა, ბურთმა ჯერ ძელი ,,მოიკითხა“ და შემდეგ ბადეშიც გაეხვა–2:3
გაგრელებმა შეტევები გაამწვავეს და მიზანთანაც ახლოს იყვნენ, 62–ე წუთზე ნიკოლოზ ჯიშკარიანის ძლიერი დარტყმის შემდეგ წყალტუბოელები გოლისგან მეკარე დავით კუპატაძემ იხსნა. შორიდან, თუმცა, ძალიან სახიფათოდ ურტყამდა გიორგი ჯგერენაიაც, თუმცა მისი ,,გასროლის“ შემდეგ ბურთი ზემოდან მოხვდა კარის ბადეს.
წყალტუბოელებს კონტრშეტევებზე შეეძლოთ დაესაჯათ მეტოქე და ამის შესანიშნავი შანსიც ჰქონდათ, შეცვლაზე შესულმა დემურ ჩიხლაძემ კარგი გადაცემით ბექა ბანძელაძე გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ სტუმართა ნახევარმცველს გიორგი ნადირაძემ აუღო და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.
ამის შემდეგ გაგრელებმა კვლავ მწვავედ შემოგვიტიეს, ორჯერ სახიფათოდ, თუმცა არაზუსტად დაარტყეს, 83–ე წუთზე კი ,,სამგურალი“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, გოგი გოგიჩაიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოაედანი დაანდრევად დატოვა. გია გიგატაძის გუნდს 10 ფეხბურთელით მოუხდა ბოლო 11 წუთის (დამატებული დროს ჩათვლით) ჩატარება. მასპინძლები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ კაცნაკლული მეტოქე წნეხში მოექციათ, ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შანსებიც ჰქონდათ, მაგრამ ,,სამგურალმა“ ზეწოლას გაუძლო და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
,,გაგრასთან“ მოგების შემდეგ ,,სამგურალი“ 41 ქულით მე–4 ადგილზე იმყოფება და მე–3 ადგილზე მყოფ ,,სიონს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.


გაგრა–სამგურალი 2:3
25.08 თბილისი, ტექნიკური ცენტრი ,,ბასა“

გოლები: 1:0 ქანთარია (14), 1:1 გოგუაძე (32), 1:2 ჩხეტიანი (38), 1:3 ბიბილაშვილი (45+1), 2:3 გაფრინდაშვილი (56)

გაგრა: ნადირაძე, გეთიაშვილი, ჯგერენაია, ხოსიტაშვილი, ჯიშკარიანი, მოსიაშვილი, გვაზავა, ქურდაძე (46.პაპავა), ქანთარია (81.კახიანი), ხინთიბიძე, გაფრტინდაშვილი
სათადარიგოები: ისიანი, წურწუმია, ახვლედიანი, ცირდავა, გამცემლიძე
მწვრთნელი: გიგა კირკიტაძე

სამგურალი: კუპატაძე, ნერგაძე, ბიბილაშვილი, კაკუშაძე, გოგიჩაიშვილი, შალამბერიძე (60.ჩიხლაძე), ბანძელაძე, გოგუაძე, ჩხეტიანი, ჯიმშელეიშვილი (80.ენდელაძე), ბრეგვაძე (73.ლაღაძე)
სათადარიგოები: კუჭუხიძე, ციცხვაია, ფანცხავა, კილაძე
მწვთნელი: გია გიგატაძე

გაფრთხილება: ქურდაძე (45+2), ხინთიბიძე (59), გოგიჩაიშვილი (64), ბანძელაძე (71)

გაძევება: გოგიჩაიშვილი (83.მეორე ყვითელი)

არბიტრი: ლაშა სილაგავაскачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები