წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
დასანანი მარცხი გურიასთან
დაემატა: 4-08-2017, 08:44
დასანანი მარცხი გურიასთან

წყალტუბოს ,,სამგურალს’’ სატურნირო ცხრილში დაწინაურების შანსი ჰქონდა, მაგრამ ლიგა 2 –ის 21–ე ტურში სტუმრად ლანჩხუთის ,,გურიასთან’’ 0:1 დამარცხდა და 34 ქულით კვლავ მე–5 ადგილზე რჩება.

არადა, თამაშის სცენარიდან გამომდინარე გია გიგატაძის გუნდი მარცხს არ იმსახურებდა. თუ საწყის 20 წუთს არ ჩავთვლით, წყალტუბოელები მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, საგოლე მომენტებს ქმნიდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ უმართლებდათ. შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლანჩხუთელთა უკრაინელმა მეკარე ანდრეი პოლტავცევმა, რომელმაც საკუთარი გუნდი რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საწყისი 20 წუთი ,,სამგურალის’’ აქტივში ვერ ჩაიწერება. წყალტუბოელებს მატჩის დებიუტი აშკარად ჩაუვარდათ. დროის ამ მონაკვეთში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და მწვავედაც უტევდნენ, განსაკუთრებით დიდ პრობლემებს იმერლებს ვაგნერ და სილვა უქმნიდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ ძალიან სახიფათოდ დაარტყა კარის მიმართულებით, მაგრამ მცირედით სიზუსტე დააკლდა. მესამე ჯერზე და სილვამ მიზანი გაისწორა და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა, მასპინძლების სწრაფი შეტევის შემდეგ მან მცველებს დაასწრო და ვარდნაში ეფექტური გოლი გაიტანა –1:0

გაშვებული გოლის შემდეგ ,,სამგურალი’’ უპირატესობას დაეუფლა, ,,გურია’’ კი საკუთარ საჯარიმოში გამაგრდა და თამაში კონტრშეტევებზე ააგო. მიუხედავად იმისა, რომ გურულები მთელი გუნდით იცავდნენ თავს, წყალტუბოელებს პირველივე ტაიმში ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების რეალური შესაძლებლობა. 31–ე წუთზე გაგა ჩხეტიანმა და დემურ ჩიხლაძემ ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, რომელსაც ჩიხლაძე ახლო მანძილიდან აგვირგვინებდა, მაგრამ მეკარე პოლტავცევმა ურთულესი ბურთი მოიგერია.

მატჩის მეორე ნახევარში გია გიგატაძემ თენგიზ ბრეგვაძის ნაცვლად თამაშში ბაქარ ლაღაძე ჩართო, რომელმაც ,,სამგურალის’’ შეტევებს კიდევ უფრო მეტი სიმწვავე შემჰმატა. ,,გურია’’ ბოლომდე გამოიკეტა საკუთარ საჯარიმოში და დროის გაყვანის ტაქტიკაზე გადავიდა. ლანჩხუთელებს ზონები კარგად ჰქონდათ გადაკეტილი და თავისუფალ სივრცეებს არ ტოვებდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მსაპინძლები მთელი ძალებით იცავდნენ თავს წყალტუბოელებმა 5 საგოლე მომენტი მაინც შექმნეს. 51–ე წუთზე გაგა ჩხეტიანის სახიფათო ,,მაკრატელა’’დარტყმა ასცდა სტუმართა კარს.
მომდევნო იერიშისას, ჩხეტიანი ნახევარბრუნში ლაღაძის გადაცემას აგვირგვინებდა, მაგრამ სიზუსტე ისევ დააკლდა. 55–ე წუთზე ლაღაძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ჩხეტიანი ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა, მაგრამ ბურთი ისეც აცდა სამიზნეს. ,,გურიას’’ აშკარად ბედი წყალობდა. 60–ე წუთზე წყალტუბოელთა ბომბარდირს კიდევ ერთხელ მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, ჩიხლაძის გადაცემის შემდეგ ჩხეტიანი მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ პოლტავცევმა დამაჯერებლად ითამაშა, წყალტუბოელთა ფორვარდს დასარტყმელი სივრცე შეუზღუდა და ჩხეტიანმა ბურთის კარში გადაგზავნა ვეღარ მოახერხა. 82–ე წუთზე სახიფათოდ ურტყამდა კარში შეცვლაზე შესული დავით ციცხვაია, მაგრამ მასპინძელთა მეკარეს არ გასჭირვებია ბურთის მოგერიება. ყველაზე რეალური საგოლე მომენტი სტუმრებმა 85–ე წუთზე შექმნეს, ნიკა შალამბერიძემ ,,სტანდარტულიდან’’ ბურთი ჩააწოდა, სადაც ყველას შეტევაში ჩართულმა გიორგი ნერგაძემ დაასწრო, თუმცა მისი თავური დარტყმა პოლტავცევმა სასწაულებრივ მოიგერია, გამოვარდნილ ბურთს ლაღაძე თავითვე გზავნიდა კარში, მაგრამ გურულები ამჯერად გოლისგან ხარიხამ იხსნა.

ბოლო წუთებში ,,სამგურალი’’ მთელი ძალებით შეტევაში იყო, მაგრამ ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.
22–ე ტურის შეხვედრას გია გიგატაძის გუნდი 11 აგვისტოს (პარასკევს) ტყიბულში, ადგილობრივ ,,მეშახტესთან’’ გამართავს. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

,,გურია’’ ლანჩხუთი–,,სამგურალი’’ წყალტუბო 1:0
03.08. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’.
1:0 ვაგნერ დასილვა (20)
გურია: პოლტავცევი, ემანუელ იანგპრი, მეგრელაშვილი, შენგელია კიკნაველიძე, ვაგნერ დასილვა (ბერიძე 66), შარიქაძე, ტელა, ნარიაშვილი, მოსიძე (არქანია 34), ბაკურაძე (ჯააფარიძე 90+2)
სათადარიგოები: ხვედელიძე, დუდუჩავა, ლაბაძე
მწვრთნელი: გია გურული
სამგურალი: კუპატაძე, ნერგაძე, კილაძე, კაკუშაძე, ბანძელაძე, ხარაბაძე, გოგიჩაიშვილი, ჩიხლაძე (შალაბერიძე 83), ბრეგვაძე (ლაღაძე 46), გოგუაძე (ციცხვაია 67), ჩხეტიანი
სათადარიგოები: კუჭუხიძე, ბიბილაშვილი, ენდელაძე, ჯიმშელეიშვილი
მწვრთნელი: გია გიგატაძე
გაფრთხილება: ჩხეტიანი (45+2), ჯაფარიძე (90+3)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილიскачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები