წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
დრამატული მოგებით განახლებული ჩემპიონატი.
დაემატა: 24-07-2017, 11:21
წყალტუბოს ,,სამგურალმა" ჩემპიონატის მეორე ეტაპი მოგებით დაიწყო. გია გიგატაძის გუნდმა ეროვნული ლიგა 2 - ის მე-19 ტურში სტუმრად თბილისის ,,ვიტ ჯორჯია" 3:2 დაამარცხა.

სატურნირო ცხრილის ,,მეზობლების" შეხვედრა საინტერესო, დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.

წყალტუბოელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე შეეძლოთ დაწინაურება. მე-2 წუთზე თორნიკე ჯიმშელეიშვილის გადაცემის შემდეგ კარის მიმართულებით ზაურ გოგუაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ სიზუსტე დააკლდა.

ვეტერინარებმა სათამაშო უპირატესობის მოპოვება სცადეს და სახიფათო შეტევაც განახორციელეს. სტანდარტულიდან ბექა კაკუშაძის ჩაწოდებულ ბურთს კარში ღირდალაძე გზავნიდა, მაგრამ მცველმა დაუფარა და მდგომარეობა განმუხტა.

29-ე წუთზე წყალტუბოელებმა ანგარიში გახსნეს. გოლი მართლაც რომ ლამაზი გამოვიდა. მცველების გარემოცვაში მყოფმა გაგა ჩხეტიანმა ბოლომდე იბრძოლა, კარიდან ზურგით მდგომმა, ნახევარბრუნში კარში დარტმა მოახერხა და ვიტელთა მეკარე ჯონი შეროზიას შანსი არ დაუტოვა - 0:1

სტუმრებს მალევე შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, 33-ე წუთზე თენგიზ ბრეგვაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა დაასხლეტით კარიში წავიდა, თუმცა ვიტელები გოლისგან შეროზიამ იხსნა.

თენგიზ კობიაშვილის შეგირდებს 35-ე წუთზე შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ პაატა ღუდუშაურის სახიფათო თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მცირედით ასცდა სამიზნეს.

,,ვიტ ჯორჯია" მატჩის მეორე ნახევარში კიდევ უფრო გააქტიურდა, ,,სამგურალი" კიბკონტრშეტევებზე ცდილობდა მეტოქის გამოჭერას. ამ ტაქტიკამ გაამართლა, წყალტუბოელებმა 63- ე წუთზე ბაქარ ლაღაძის მიერ გატანილი გოლით კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს. თუმცა, მასპინძლები მარცხს არ ეგუებოდნენ და სტატუს ქვო მალევე აღადგინეს, 68-ე წუთზე წყალტუბოელ მცველებს შეცვლაზე შესული კახა კახაბრიშვილი დარჩათ უყურადღებოდ და მანაც ზუსტი დაბალი დარტყმით ანგარიში შეამცირა 1:2

მასპინძლებმა შეტევები განაახლეს და 73-ე წუთზე მარქაფიდან შესულმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, გიორგი ვაზაგაშვილმა ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა 2:2

ცვლილებამ გია გიგატაძესაც გაუმართლა. მან თამაშში დავით ციცხვაია ჩართო, რომელმაც 81-ე წუთზე დემურ ჩიხლაძის აქტიურობის შემდეგ მეკარის შეცდომით ისარგებლა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

წყალტუბოელებმა ამ მოგების შემდეგ 31 ქულა დააგროვეს და მე-5 ადგილზე იმყოფებიან.

მომდევნო შეხვედრას ,,სამგურალი" 28 ივლისს მარტვილში ,,რუსთავის" წინააღმდეგ გამართავს.



ვიტ ჯორჯია -სამგურალი 2:3

23.07. ,,მცხეთა პარკი".

ვიტ ჯორჯია 2:3 სამგურალი
გოლები: 0:1 ჩხეტიანი (29’) 0:2 ლაღაძე (63’) 1:2 კახაბრიშვილი (68’) 2:2 ვაზაგაშვილი (73’) 2:3 ციცხვაია (81’)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, ტეტუნაშვილი, ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე, ღუდუშაური, ღირდალაძე (ვაზაგაშვილი 69'), ექვთიმიშვილი (გიგა გურეშიძე 46'), კაკუშაძე (კახაბრიშვილი 58'), საჯაია, დავლაშელიძე

სამგურალი: კუპატაძე, კაკუშაძე, ნერგაძე, ჩხეტიანი (ციცხვაია 70'), ბრეგვაძე (ფანცხავა 80'), ბანძელაძე (ლაღაძე 62'), ჩიხლაძე, გოგუაძე, ჯიმშელეიშვილი, ხარაბაძე, კილაძე


გაფრთხილება: ჩაკვეტაძე, მუხულიშვილი - ბანძელაძე, ჯიმშელეიშვილი, ციცხვაია

არბიტრი: ა.ნონიკაშვილიскачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები