მოგება ლიდერთან სეზონის განახლებამდე » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მოგება ლიდერთან სეზონის განახლებამდე
  • მოგება ლიდერთან სეზონის განახლებამდე
    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ჩემპიონატის განახლებამდე საკუთარ მოედანზე ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც ეროვნული ლაგა 2 –ის ლიდერი მარტვილის ,,მერანი“ 2:0 დაამარცხა.
    შეხვედრა ამხანაგური მატჩის კვალობაზე ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. თავდაპირველად უპირატესობას მარტვილელები ფლობდნენ, ორჯერ კარისკენ სახიფათოდ ურტყამდა რაფაელ ჩუკურა, შემდეგ თანდათან თამაში გათანაბრდა და წყალტუბოელებმა რამდენიმე კარგი იერიში განახორციელეს. 25–ე წუთზე ბექა ბანძელაძის გადაცემის შემდეგ თენგიზ ბრეგვაძე კარში ძალზედ სახიფათოდ ურტყამდა, მაგრამ სტუმრები გოლისგან მეკარე გოგი კულუამ იხსნა. მარტვილელებმა მალევე სახიფათო მომენტით უპასუხეს, სამსვლიან კომბინაციას სერგეი ტრეტიაკი აგვირგვინებდა, მაგრამ დამაჯერებლად ითამაშა მეკარე დავით კუპატაძემ. 36–ე წუთზე გოლის გატანასთან ახლოს იყო გაგა ჩხეტიანი, ჯარიმის შემდეგ მან მცველებს დაასწო და თავით კარგადაც დაარტყა, მაგრამ სტუმრები გოლისგან ხარიხამ იხსნა. მატჩი ორმხრივ იერიშებში გაგრძლდა. 43–ე წუთზე ირაკლი რუხაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ კარს ოდნავ ააცილა. ტაიმის მიწურულს ,,სამგურალს“ კიდევ ერთხელ მიეცა დაწინაურების შანსი, თანაგუნდელებმა დემურ ჩიხლაძეგაიყვანეს დასარტყმელ პოზიციაზე, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
    მატჩის მეორე ნახევარში მწვრთნელებმა ცვლილებებს მიმართეს. თუმცა წინა მატჩებისგან განსხვავებით შეცვლები ერთბაშად არ განხორციელებულა. მეორე ტაიმში გია გიგატაძის გუნდი გაცილებით ლაღად ათამაშდა და ეს შედეგზეც აისახა, 59–ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე დიდებულად ითამაშა თენგიზ ბრეგვაძემ, სისწრაფის ხარჯზე ორ მცველს აუარა გვერდი და საჯარიმოში შეცვლაზე შესულ დავით ციცხვაიას უპასა, ციცხვაიამ ბურთი დაამუშავა და ძლიერი დარტყმით მეკარე ზურაბ მამალაძეს შანსი არ დაუტოვა–1:0
    მარტვილელები ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ და 76–ე წუთზე ახლოს იყვნენ მიზანთან. კიჭი მელიავას უძლიერესი დარტყმა აკრობატულ ნახტომში კუპატაძემ მოიგერია. წყალტუბოელებმა მეტოქეს სწრაფი კონტრშეტევით უპასუხეს, რომელიც ლევან ლიპარტელიანმა ძლიერი და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა–2:0
    დარჩენილ დროში მასპინძლებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ ბიბილაშვილის თავური დარტყმა ოდნავ აცდა მიზანს.
    ,,სამგურალმა“ ლიდერთან ამხანაგური მატჩის მოგებით ჩემპიონატის განახლებამდე კარგი განწყობა შეიქმნა. იმედია, გია გიგატაძის გუნდი ოფიციალურ შეხვედრებშიც გაახარებს გულშემატკივრებს, რომლებიც დღევანდელ მატჩს საკმაოდ რაოდენობით ესწრებოდნენ.
    ,,სამგურალი“ ჩემპიონაში 23 ივლისს ჩაერთვება. წყალტუბოელები სტუმრად ,,მცხეთა პარკზე“ ,,ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდებიან.

    14 ივლისი. 18:00. წყალტუბო. ტესტ-მატჩი.

    „სამგურალი“ (წყალტუბო) – „მერანი“ (მარტვილი) 2-0 (0-0)

    გოლები: 1-0 დათა ციცხვაია (59’), 2-0 ლევან ლიპარტელიანი (77’).

    „სამგურალი“: კუპატაძე, ნერგაძე (კ), კილაძე, კაკუშაძე, ჯიმშელეიშვილი, ხარაბაძე, ჩიხლაძე, ბანძელაძე, ბრეგვაძე, გოგუაძე, ჩხეტიანი.
    შეცვლაზე შევიდნენ: კუჭუხიძე, ბიბილაშვილი, ენდელაძე, ფანცხავა, ლიპარტელიანი, ჩავჩიძე, გოგიჩაიშვილი, ჩიხლაძე, ციცხვაია.
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.

    „მერანი“: კულუა, ორბელაძე (კ), მაისაშვილი, მელიავა, ლომაშვილი, გეწაძე, ტეიდი, რაფაელი, რუხაძე, კურდღელაშვილი, ტრეტიაკი.
    შეცვლაზე შევიდნენ: მამალაძე, გეგია, წოწონავა, თოლორდავა, ლუკავა, ისმაილი, ნუცუ, ფაცაცია.
    მთავარი მწვრთნელი: გიორგი მიქაძე.

    გაფრთხილება: ლომაშვილი (70)

    მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილიскачать dle 11.3