საკონტროლო ფრე გურიასთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
საკონტროლო ფრე გურიასთან
  • საკონტროლო ფრე გურიასთან

    წყალტუბოს ,,სამგურალი“ დღეს საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის ,,გურიას“ ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდა. წყალტუბოელებმა ორივე ტაიმი ექსპერიმენტალური შემადგენლობებით ითამაშეს. შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. ,,სამგურალი“ სწრაფი გოლით დაწინაურდა. მე-8 წუთზე თენგიზ ბრეგვაძის კუთხურის შემდეგ დავით ციცხვაიამ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში -1:0 გურულები გაშვებულ გოლს არ დაუბნევია, მათ საპასუხო შეტევაშივე შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ ლანჩხუთელთა უკრაინელი ლეგიონერის გორტსკას დარტყმის შემდეგ ბურთი იორამ კუჭუხიძემ მოიგერია. ტაიმის ბოლომდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, შემდეგ კი ისევ წყალტუბოელების უპირატესობა გამოიკვეთა, ციცხვაიას დარტყმის შემდეგ სტუმრები გოლისგან ძელმა იხსნა. სახიფათოდ უტევდა ბრეგვაძეც, მაგრამ ბურთი სამიზნეს მცირედით ააცილა.

    პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ გია გიგატაძემ ცვლილებებს მიმართა და მატჩის მეორე ნახევარში ყველა ფეხბურთელი გამოცვალა. გურულებმა თამაშის განახლებიდან 4 წუტში შეძლეს ანგარიშის გათანაბრება. ბაკურაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი შარიქაძემ გაიტანა -1:1

    შეხვედრა ორმხრივ ბრძოლაში გაგრძელდა, სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა, თუმცა ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა. 71 -ე წუთზე მასპინძლებს გოლის გატანის რეალური შანსი მიეცათ, როცა გურულთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ გიორგი ნერგაძის თერთმეტმეტრიანი დარტყმა სტუმართა უკრაინელმა კიპერმა მოიგერია.

    დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ,,სამგურალი“ ,,გურიასთან“ ამხანაგურ პაექრობაში ფრეს დასჯერდ.

    მორიგ ამხანაგურ მატჩს გია გიგატაძის გუნდი 14 ივლისს მარტვილის ,,მერანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 18:00 საათზე წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

    ,,სამგურალი“ წყალტუბო - ,,გურია“ ლნჩხუთი 1:1

    11.07. წყალტუბო, ,,26 მაისი“. ამხანაგური მატჩი.

    გოლები: 1:0 ციცხვაია (8), 1:1 შარიქაძე (49.პენ)

    გამოუყენებელი პენალტი: ნერგაძე (71)

    სამგურალი: კუჭუხიძე (კუპატაძე 46), ბიბილშვილი (ნერგაძე 46), კილაძე (ენდელძე46), კაკუშაძე (ფანცხავა 46), ჯიმშელეიშვილი (ნაცვლიშვილი46), ხარაბაძე (ა.ფანცხავა 73), გოგიჩაიშვილი (ლიპარტელიანი 68), ბრეგვაძე(55.ბნძელძე), გოგუძე (ლ.ჩიხლაძე 67), ლაღაძე (46.ჩავჩიძე), ციცხვაია (ჩხეტიანი 46)

    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    გურია: პოლტავცეკი, დუდუჩავა, აფხაზავა, ტელა, ემანუელი, გელაშვილი, შარიქაძე, კოტრიკაძე, გორსტკა, ბაკურიძე, ჭანტურიძე

    შეცვლაზე შევიდნენ: ხვედელიძე, მოსიძე, ტყემალაძე, შენგელია

    მწვრთნელი: გია გურული

    მსაჯი: ი.ხერხაძეскачать dle 11.3