,,სამგურალის“ ახალწვეული – ზაურ გოგუაძე » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალის“ ახალწვეული – ზაურ გოგუაძე
  • ,,სამგურალის“ ახალწვეული – ზაურ გოგუაძე
    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ზაურ გოგუაძე დაიმატა. წყალტუბოელთა ახალწვეული მიმდინარე ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ლანჩხუთის ,,გურიაში“ თამაშობდა. იქამდე კი ახალგაზრდა შემტევი ქუთაისის ,,ტორპედოსა“ და მარტვილის ,,მერანში“ ასპარეზობდა. ასევე იყო საქართველოს 19 და 21 წლამდელთა ნაკრების წევრი. ზაურ გოგუაძემ წყალტუბოს ,,სამგურალთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. მან ,,სამგურალის" მაისური პირველად ტყიბულის ,,მეშახტესთან" ამხანაგურ მატჩში მოირგო. გთავაზობთ მასთან მცირე ინტერვიუს.

    –ფეხბურთის თამაში ქუთაისის ,,მემორიალში“ 13 წლის ასაკში მწვრთნელ მერაბ სილაგაძესთან დავიწყე. პროგრესს მალე მივაღწიე და ქუთაისის ,,ტორპედოში“ აღმოვჩნდი. გიორგი დარასელიამ ძირითად გუნდში დამაწინაურა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის შანსი მომცა. დებიუტი 2015 წელს ,,ცხინვალთან“ მატჩში მქონდა, როცა ბექა ტუღუშის ნაცვლად შევედი მოედენზე. ვთამაშობდი საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში. ბოლოს კი გია გეგუჩაძემ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამომიძახა.

    რა იყო ქუთაისის ,,ტორპედოდან“ წამოსვლის მიზეზი?

    ალექსანდრ შტელინის მწვრთნელობის პერიოდში ,,ტორპედოდან“ 3 თვით მარტვილის ,,მერანში“ გამანათხოვრეს. მაშინ მარტვილელები უმაღლეს ლიგაში თამაშობდნენ და იქ მეტი სათამაშო პრაქტიკისთვის გადავედი. შემდეგ ისევ ,,ტორპედოში“ დავბრუნდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ გუნდში ჩემი ადგილი არ მოიძებნა და ლანჩხუთის ,,გურიაში“ გადავედი. მიმდინარე ჩემპიონატსა და თასზე ლანჩხუთური კლუბის რიგებში 5 გოლი გავიტანე.

    ამჯერად რა გახდა კლუბის გამოცვლის მიზეზი?

    –ქუთაისში ვცხობრობ და სახლთან უფრო ახლოს ვიქნები. თანაც, ,,სამგურალში“ ყველას კარგად ვიცნობ, გუნდთან შეგუება არ გამჭირვებია. აქ მეგობრულად მიმიღეს და ყველა გვერდით მიდგას.

    –ახალ კლუბზე რას იტყვი?

    –საკმაოდ ძლიერი გუნდია, სათამაშო რგოლები თანაბრადაა დაკომპლექტებული, ძლიერი მწვრთნელები ჰყავს და ვფიქრობ, რომ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, ყველა შეხვედრაში მოსაგებად ვიბრძოლებთ და დანარჩენი ჩემპიონატის მიმდინარეობისას გამოჩნდება.

    –ერთადერთი ფეხბურთელი ხარ რომელიც წყალტუბოს ,,სამგურალმა“ მეორე ეტაპის წინ დაიმატა. როგორ ფიქრობ, შეძლებ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას?

    –აქ იმისთვის მოვედი, რომ საკუთარი თავი მაქსიმალურად წარმოვაჩინო და გუნდს სარგებელი მოვუტანო. გამოწვევებისთვის და ბრძოლისთვის ყველანაირად მზად ვარ. იმედი მაქვს, რომ ,,სამგურალთან“ ერთად წარმატებებს მივაღწევ. скачать dle 11.3