წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
ამხანაგური მოგება მეშახტესთან
დაემატა: 7-07-2017, 01:31
ამხანაგური მოგება მეშახტესთან

წყალტუბოს ,,სამგურალმა“ დღეს საკუთარ არენაზე ტყიბულის ,,მეშახტესთან“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის მოსამზადებელ პროცესში გუნდებისთვის ეს პირველი სპარინგ-შეხვედრა გახლდათ და ბუნებრივია ჯერ სასურველ კონდიციამდე მისასვლელად ორივეს ბევრი სამუშაო აქვს. თუმცა, ამ მხრივ ,,სამგურალი“ უკეთეს ვითარებაშია. გია გიგატაძის გუნდში ცვლილებები თითქმის არ მომხდარა. ერთადერთი, წყალტუბოელთა რიგებში 21 წლის შემტევი ნახევარმცველი ზაურ გოგუაძე გამოჩნდა, რომელიც აქამდე ლანჩხუთის ,,გურიაში“ თამაშობდა, იქამდე კი ქუთაისი ,,ტორპედოს“ რიგებში იყო და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც იძახებდნენ...ტყიბულელთა შემადგენლობაში კი 5 ფეხბურთელის გარდა ყველა ახალწვეული იყო და შეთამაშების პრობლემა რომ ჰქონდათ ეს საწყისი წუთებიდანვე თვალნათელი გახდა. ტყიბულელებმა დაცვაში ბავშვური შეცდომები დაუშვეს, შედეგად გაგა ჩხეტიანს მე-2 წუთზე შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ სტუმრები მეკარე ტყეშელაშვილმა იხსნა. წუთიც არ იყო გასული, როცა ჩხეტიანის გადაცემის შემდეგ თენგიზ ბრეგვაძემ კარში ძლიერად დაარტყა და ,,სამგურალი“ წინ გაიყვანა -1:0. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები ვითარებიდან კარგა ხანს ვერ გამოერკვნენ, წყალტუბოელები კი მათ შევიწროებას განაგრძობდნენ. მე-13 წუთზე დემურ ჩიხლაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ისევ ტყეშელაშვილმა იყოჩაღა. მე-19 წუთზე მასპინძელთა კუთხურს ზაურ გოგუაძის სახიფათო თავური დარტყმა მოჰყვა და ბურთი მცირე მანძილით გადაცდა ხარიხას. ასეთი ზეწოლის პირობებში სტუმრები დიდხანს რომ ვერ გაძლებდნენ ნათელი იყო და მეორე გოლმაც არ დაიგვიანა. 22-ე წუთზე ბექა ბანძელაძის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ გაგა ჩხეტიანმა თავური დარტყმით ანგარიში გაზარდა -2:0; ხუთიოდე წუთში ჩხეტიანს დუბლის გაფორმება შეეძლო, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ცარიელი კარიდან კოლია ხარაბაძემ გამოიტანა. ამის შემდეგ ტყიბულელებიც გააქტიურდნენ და ორი კარგი მომეტი შექმნეს. ნიკა კვასხვაძის თავური დარტყმა კარს მცირედით ასცდა, სტუმართა სახიფათო ,,სტანდარტული“ კი იორამ კუჭუხიძემ მოიგერია. სტუმრების გააქტიურების მიუხედავად გოლი ისევ მათ კარში გავიდა. 38-ე წუთზე ბრეგვაძემ მარჯვენა ფლანგიდან საპირისპირო მხარეს ბურთი თორნიკე ჯიმშელიეიშვილის დაასვა თავზე და მანაც ეფექტური თავური დარტყმით ანგარიში ,,არაამხანაგური“ გახადა 3:0; ამ შედეგით მორჩა პირველი ტაიმი. მატჩის მეორე ნახევარში მწვრთნელებმა ცვლილებებს მიმართეს. გია გიგატაძემ მთელი გუნდი გამოცვალა და თამაშის საშუალება 24-ვე ფეხბურთელს მისცა. გიორგი ჭელიძის განკარგულებაში კი სულ 15 ფეხბურთელი იყო და მანაც ყველა ათამაშა. მეორე ტაიმში მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მომენტები ნაკრებად იქმნებოდა, თუმცა იყო დასამახსოვრებელი ეპიზოდებიც. 70-ე წუთზე კუთხურის შემდეგ წყალტუბოელთა კართან არეულობა შეიქმნა, რითაც შეცვლაზე შესულმა ცაგარეიშვილმა კარგად ისარგებლა, გამოვარდნილ ბურთზე დაამატა და ანგარიში შეამცირა-3:1; ლაშა ჩიხლაძეს შეეძლო სტატუს ქვოს აღდგენა, მაგრამ დავით ციცხვაიას გადაცემის შემდეგ ძალზედ ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად ვერ დაარტყა. დარჩენილ დროში ფეხბურთელების მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა.
წყატუბოს ,,სამგურალი“ მორიგ ამხანაგურ მატჩს 14 ივლისს მარტვილის ,,მერანთან“ ჩაატარებს. შეხვედრა წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე 18.30 სთ-ზე დაიწყება.

,,სამგურალი“ წყალტუბო - ,,მეშახტე“ ტყიბული 3:1

06.07. წყალტუბო. ,,26 მაისი" ამხანაგური მატჩი.

გოლები: 1:0 ბრეგვაძე (3), 2:0 ჩხეტიანი (22), 3:0 ჯიმშელეიშვილი (38), 3:1 ცაგარეიშვილი (70)

სამგურალი: კუჭუხიძე (ნუცუბიძე 70), ნერგაძე (ენდელაძე 46), კილაძე (ბიბილაშვილი 46), ბანძელაძე (ა.ფანცხავა 46), ჯიმშელეიშვილი (კაკუშაძე 46), ხარაბაძე (შალამბერიძე 46), ბრეგვაძე (გოგიჩაიშვილი 46), ლაღაძე (ლიპარტელიანი 46, ფანცხავა 82)), გოგუაძე(ლ.ჩიხლაძე 46), დ.ჩიხლაძე (ჩავჩიძე 46, ნაცვლიშვილი 75), ჩხეტიანი (ციცხვაია 46)
მწვრთნელი: გია გიგატაძე

მეშახტე: ტყეშელაშვილი (ხაინდრავა 46), საღინაძე (ყურულაშვილი 46), ხარაბაძე (ყიფიანი 66), იოსელიანი (მჭედლიშვილი 46- იოსელიანი (60), ჭოხონელიძე (გვენეტაძე 46), ქართველიშვილი, ფურცხვანიძე (ცაგარეიშვილი 46), თ.ბანძელაძე, ყიფიანი, კვასხვაძე, ტყეშელაშვილი
მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე

მსაჯი: ი.ხერხაძეскачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები