თავებით მონადირეები » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
თავებით მონადირეები
  • ამ შეხვედრის შემდეგ გონებაში უნებლიეთ ნორვეგიელი მწერლის იუ ნესბოს მძაფრსიუჟეტიანი ნაწარმოები ,,თავებზე მონადირეები" ამოტივტივდა. ამ ნაწარმოებში ფეხბურთი მხოლოდ ერთხელაა ნახსენები, მთავარი პერსონაჟის მეუღლე ,,ქუინზ პარკის" გულშემატკივარია და ეს მის მეგობრებს უკვირს– ლონდონში რამდენიმე ცნობილი გუნდია და მაინცდამაინც ,,ქუინს პარს" რატომ ქომაგობო?!.. ,,მე მათ ვჭირდები" –იყო ერთგული გულშემატკივრის პასუხი... სწორედ, ერთგული ქომაგების შეძახილების ფონზე ,,ინადირა" ,,სამგურალმა" გუშინდელ მეტოქეზე თავებით. ,,ცხინვალთან" შეხვედრაში წყალტუბოელებმა სამივე გოლი თავური დარტყმით გაიტანეს და ეს ალეგორიაც ამიტომ მოვიშველიეთ. ახლა კი უშუალოდ მატჩს შესახებ ვისაუბროთ.

    მე–16 ტურის შეხვედრაში წყალტუბოს ,,სამგურალი“ ,,მცხეთა პარკზე“ ,, ცხინვალს“ სტუმრობდა. სატურნირო ცხრილში მე–5 ადგილზე მყოფი წყალტუბოელები ამ მატჩამდე ორი საფეხურით ქვემოთ მყოფ ,,ცხინვალს“ 11 ქულით უსწრებდნენ და გამარჯვების შემთხვევაში მექტოესთან სხვაობას კიდევ უფრო გაზრდიდნენ, ამიტომ შეხვედრა ორივე გუნდითვის მნიშვნელოვანი იყო. გია გიგატაძის გუნდს პოზიციების გამყარება, ცხინვალელებს კი ქულების მოგროვება და აუტსაიდერებთან უპირატესობის მოპოვება სურდათ. ,,ცხინვალმა“ წლეულს ,,ვიტ ჯორჯიასთან“ (1:0) და ,,სიონთან“ (4:2) მოგებული მატჩებით დაამტკიცა, რომ მეტოქეებისთვის უსიამოვნო ,,სიურპრიზების“ მოწყობა შეუძლია და ხელწამოსაკრავი გუნდი არავისთვისაა. წყალტუბოელებს ეს კარგათ ჰქონდათ გათვითცნობიერებული და შეხვედრას შესაბამისად მომზადებული შეხვდნენ. ცხინვალელებს ჰყავთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ბურთს კარგად ფლობენ და საჯარიმოსთან სახიფათოდ ტრიალებენ, მაგრამ სტუმრებმა მათ სივრცეები შეუზღუდეს და კარში დარტყმის საშუალებას იშვიათად აძლევდნენ. მიუხედავად ამისა, ცხინვალელებმა საწყის წუთებში ორი ძალზედ სახიფათო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ჯერ ლაშა ქოჩლაძე, შემდეგ კი ლაშა ლეჟავა გავიდნენ მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ორივეჯერ დამაჯერებლად ითამაშა მეკარე იორამ კუჭუხიძემ, რომელმაც საკუთარი გუნდი გოლებისგან იხსნა. სადებიუტო ნერვიულობის შემდეგ გია გიგატაძის შეგირდებმა თამაში დაალაგეს და პირველივე სახიფათო მომენტი გოლად აქციეს. მარცხენა ფლანგზე ბაქარ ლაღაძემ იაქტიურა და საჯარიმოში მაღალი გადაცემა გააკეთა, სადაც მცველებს დავით ციცხვაიამ დაასწრო და თავური დარტყმით სტუმრები დააწინაურა–0:1 პირველ ტაიმში მეტოქეებმა კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს. 36–ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვედან ძალიან სახიფათოდ ურტყამდა მაქაციარია, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა ,,სამგურალის“ კარს. წყალტუბოელებმა ბექა ბანძელაძის სახიფათო დარტყმით უპასუხეს, თუმცა, ბურთი ამ შემთხვევაშიც ასცდა სამიზნეს. ტაიმის ბოლოს კი ლაღაძეს მართებდა წყალტუბოელთა დაწინაურება, დემურ ჩიხლაძის გადაცემის შემდეგ ის მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა არ გამოუვიდა.

    მეორე ტაიმის დასაწყისში თამაზ მაქაცარიამ არბიტრს მეორე ყვითელი ბარათი გამოსტყუა და ცხინვალელები მოედანზე 10 კაცის ამარა დარჩნენ. ,,სამგურალს“ კაცნაკლულ მეტოქესთან რამდენჯერმე მიეცა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, ნიკა შალამბერიძის ძლიერი საჯარიმო დარტყმა მეკარემ მოიგერია, ბანძელაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ კი გაგა ჩხეტიანს მართებდა გატანა, მაგრამ საჯარიმოში მყოფმა, ბურთი ვერ შეიმაგრა. გამოუყენებელი მომენტების გამო ,,სამგურალი“ კინაღამ დაისაჯა, 72–ე წუთზე ქოჩლაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ კუჭუხიძემ კვლავ დროულად დატოვა კარი და ცხინვალელს არ დაარტყმევინა, ამ ეპიზოდში წყალტუბოელთა მეკარემ მცირედით დაშავდა, მაგრამ მასპინძლებმა თამაში არ შეაჩერეს, უკუგდებულ ბურთი კარში დაარტყეს, საბედნიეროდ, კუჭუხიძემ რეაგირება მოასწრო და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. შეტევაში გართულ მასპინძლებს ზურგი ,,მოუშიშვლდათ“, ამით კარგად ისარგებლეს წყალტუბოელებმა. 78–ე წუთზე ცოტნე ხარაბაძემ ითამაშა კარგად, მარჯვენა ფლანგიდან შორეულ ძელთან ჩაჰკიდა ბურთი, სადაც ყველას გაგა ჩხეტიანმა დაასრო და თავური დარტყმით 6 მატჩიან ,,მშრალ“ სერიას წერტილი დაუსვა. მოგვიანებით ჩხეტიანმა ბანძელაძის გადაცემის შემდეგ ისევ თავური დარტყმით დუბლიც გაიფორმა და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა. ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ ,,სამგურალი“ სანაკრებო პაუზას კარგ განწყობაზე ხვდება.
    მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 16 ივნისს მარტვილის ,,მერანის“ წინააღმდეგ გამართავს.

    ცხინვალი – სამგურალი 0:3
    01.06 ,,მცხეთა პარკი“
    გოლები: 0:1 ციცხვაია (12), 0:2 ჩხეტიანი (78), 0:3 ჩხეტიანი (89)

    ცხინვალი: კერესელიძე, ქრისტესიაშვილი, გვალია (სულთანიშვილი 46), ქოჩლაძე, მირიანაშვილი (ლომსაძე 46), ცერცვაძე, ლეჟავა, კაზიმ ოლუკა, გადრანი, იოსელიანი, მაქაცარია
    სათადარიგოები: მელნიჩენკო, სულა, ყურშავიშვილი, თათხაშვილი
    მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე

    სამგურალი: კუჭუხიძე, ნერგაძე, კილაძე, ხააბაძე, კაკუშაძე, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, ბანძელაძე, დ.ჩიხლაძე (ჯღამაია 82), ლაღაძე (ზ.ფანცხავა 76), ციცხვაია (ჩხეტიანი 63)
    სათადარიგოები: ბ.ფანცხავა, ლ.ჩიხლაძე, ენდელაძე, ბიბილაშვილი
    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    გაფრთხილება: დ. ჩიხლაძე (21), მაქაცარია (49)

    გაძევება: მაქაცარია (53)

    არბიტრი: გიორგი ვარდიძეскачать dle 11.3