წინსვლის შანსი » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
წინსვლის შანსი
  • წინსვლის შანსი

    დღეს წყლტუბოს ,,სამგურალი“ ,,გაგრასთან“ ეროვნული ლიგა 2-ის XV ტურის შეხვედრას გამართავს. შეხვედრა მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.
    წყალტუბოელებისთვის ეს მატჩი დიდი გამოცდა იქნება. ,,გაგრა“ და ,,სამგურალი“ სატურნირო ცხრილის მეზობლები არიან, ანატოლი პისკოვეცის გუნდი 27 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება და ,,სამგურალს“ მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. გაგრელებს ეროვნულ ლიგაში გადასვლის ამბიცია აქვთ და ყველა მატჩში სამი ქულისთვის იბრძვიან. თავისი გეგმები გააჩნიათ წყალტუბოელებს. ზედიზედ სამი მოგების შემდეგ ,,სამგურალმა“ სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ,,გაგრასთან“ მოგების შემთხვევაში კი გია გიგატაძის გუნდი მეტოქეს გადაუსწრებს და ლიდერებს მიუახლოვდება. შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია და გულშემატკივრები საინტერესო და დაძაბული მატჩის მოლოდინში არიან.
    პირველ წრეში ,,გაგრასა“ და ,,სამგურალს“ შორის, ,,მცხეთა პარკზე“ გამართული მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში წყალტუბოელებმა თითქმის მთელი მეორე ტაიმი 10 ფეხბურთელით ითამაშეს (49-ე წუთზე გაგა ჩხეტიანმა მოედანი წითელი ბარათის გამო დატოვა). რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად მეტოქეს არაფერი დაუთმეს, კარი მშრალად შეინახეს და შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

    ,,სამგურალი“ ,,გაგრას“ დღევანდელ შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის, რომელსაც ბ. ჭიჭინაძე (პირველი ასისტენტი), დ.ახვლედიანი (მეორე ასისტენტი) და კ.გიორგაძე (მეოთხე მსაჯი) დაეხმარებიან.скачать dle 11.3