,,სამგურალის“ კოზირი – იმედისმომცემი შემადგენლობა და გამართული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა.
წყალტუბოს ,,სამგურალი“ ჩემპიონატს ახალი მთავარი მწვრთნელითა და გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. კლუბის ხელმძღვანელობამ აქცენტი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებსა და ადგილობრივ კადრებზე გააკეთა. რა მიზნები აქვს ,,სამგურალს“ მიმდინარე გათამაშებაში, რა გამოწვევების წინაშე დგას გუნდი, იგეგმება თუ არა ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ,,სამგურალის“ დირექტორი ზაზა სოფრომაძე გვესაუბრა.