წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ლიგა3–ის 30–ე ტურის მატჩში ,,საბურთალო“ 2–ს უმასპინძლა და თბილისური გუნდი 3:1 დაამარცხა. წყალტუბოელებმა მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ ,,მძიმედ“ ჩაატარეს და 40–ე წუთზე მდევრის როლში აღმოჩნდნენ. სტუმრები ლაშა კოხრეიძემ დააწინაურა–0:1.