წყალტუბოს ,,სამგურალს" კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი – ლუკა რაზმაძე შეემატა. გორის ,,დილას“ ყოფილმა კაპიტანმა ,,სამგურალთან“ კონტრაქტი დღეს გააფორმა.
წყალტუბოს ,,სამგურალში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე ბექა ქურდაძე ითამაშებს. ფეხბურთელი წყალტუბოელთა რიგებს შეკრების პირველივე დღიდან შეუერთდა, დღეს მხარეებს შორის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა.
,სამგურალმა" ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება 4 იანვარს წყალტუბოში დაიწყო. მალევე გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა. ტაქტიკურ და ტექნიკურ მომზადებასთან ერთად, წყალტუბოელები ტრენაჟორებზე ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზეც მუშაობენ.