გთავაზობთ, ინტერვიუს ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელ მიხეილ აშვეთიასთან, სადაც ის განვლილი მატჩების, კლუბში არსებული ვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრება.
ეროვნული ლიგის 2024 წლის გათამაშება თბილისის ,,დინამოსთან" გასვლითი შეხვედრით დავიწყეთ. მიუხედავდავ იმისა, რომ ,,სამგურალი" ბურთის ფლობაში უპირატესობას ფლობდა, მატჩი ,,დინამოს" გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
გუშინ ბათუმის ,,დინამოსა" და ფოთის ,,კოლხეთის" მატჩით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონი დაიწყო. წყალტუბოს ,,სამგურალი" ჩემპიონატში დღეს ჩაებმება. მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილი გუნდი სტუმრად თბილისის ,,დინამოს" დაუპირისპირდება.
წყალტუბოს ,,სამგურალმა" თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი მოსკოვის ,,ლოკომოტივის" დუბლებს - ,,კაზანკას" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.