სიახლეები » გვერდი 32 » FCSamgurali - Official
ავტორიზაცია!!!
Конечно же бесплатные программы скачать можно у нас фильм Чумовая пятница и посмотреть дома. Так же бесплатные шаблоны для dle 10.2 скачать с сайта
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
image
24-08-2020, 10:23
წყალტუბოს ,,სამგურალმა" განმუხურში 1:0 დაამარცხა ზუგდიდის ,,ოდიში" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ეტაპზე გავიდა.
image
19-08-2020, 00:29

ზედიზედ მესამე გამარჯვება, ზედიზედ მეექვსე წაუგებელი მატჩი, ზედიზედ მე–5 შეხვედრაში მშრალად შენახული კარი... ასეთია, წყალტუბოს ,,სამგურალის" ბოლოდროინდელი სტატისტიკა და შედეგიც სახეზეა, უჩა სოსიაშვილის გაწვრთილი გუნდი ეროვნული ლიგა 2–ის სატურნირო ცრილში უკვე მეორე ადგილზეა.
წყალტუბოელებმა დღეს საკუთარ მოედანზე ,,შევარდენს" უმასპინძლეს, რომელსაც ამ მატჩამდე ასევე ზედიზედ 2 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, თუმცა ,,სამგურალმა" მეტოქე ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა.
ჩვენი გუნდისთვის მე–8 ტური სხვა მხრივაც იდეალური გამოდგა. გათამაშების ლიდერი ,,შუქურა" სტუმრად ,,ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხდა და ახლა უკვე ქობულეთელებთან ჩამორჩენა მხოლოდ 4 ქულაა, როცა რამდენიმე ტურის წინ სხვაობა 11 ქულა იყო. ფრედ 1:1 დასრულდა ,,სამგურალის" კიდევ ორი კონკურენტის, ,,გაგრასა" და ,,მერანის" ურთიერთშეხვედრა, შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა 13 ქულით მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ცხრილში ძალიან სიმჭიდროვეა და ლიდერებსა და აუტსაიდერებს შორის სხვაობა არც თუ ისე დიდია.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ ,,შევარდენთან" მატჩს. უჩა სოსიაშვილმა მეტოქეს შემტევი შემადგენლობა დაუპირისპირა, წყალტუბოელები საწყისი წუთებიდანვე ცდილობდნენ მეტოქის კარისთვის გასაღების პოვნას, თუმცა, თბილისელები თითქმის მთელი გუნდით იცავდნენ საკუთარ კარს და მათი დაცვითი ,,ბასტიონების" გადალახვა საკმაოდ ჭირდა. პირველი მეტ–ნაკლებად სახიფათო შეტევა გრიგოლ დოლიძის დრიბლინგსა და ჩაწოდებას მოჰყვა, თუმცა ლაშა კუჭუხიძის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი პირდაპირ მეკარე გიორგი სომხიშვილისკენ წავიდა. შემდეგ ბექა ბანძელაძე ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთი კარს ასცდა. სტუმრებმაც განახორციელეს ერთი სახიფათო შეტევა, თუმცა ჯიქიას დარტყმის შემდეგ ბურთს მეკარე ბექა ქურდაძე დაეუფლა. პირველ ტაიმში გოლის გატანის ყველაზე რეალური შესაძლებლობა ლაშა კუჭუხიძეს ჰქონდა, ახლო მანძილიდან თავით კარში კარგად ურყამდა, მაგრამ გამოცდილმა სომხიშვილმა სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა და სტუმრები აშკარა გოლისგან იხსნა. ტაიმის მიწურულს კუჭუხიძე კიდევ ორჯერ დაემუქრა მეტოქის კარს, მაგრამ კვლავ უშედეგოდ.
მატჩის მეორე ნახევარი, პირველის ანალოგიურად, მასპინძლების შეტევებით დაიწყო, კუთხურის შემდეგ თავით ლუკა ასათიანი ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად.
წყალტუბოელების შეტევებმა შედეგი მალე გამოიღეს, 55–ე წუთზე ისუფ ტურეს ჩაწოდებას შეტევაში ჩართული ლევან ქურდაძე თავით გამოეხმაურა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა –1:0
წყალტუბოელთა მეორე გოლიც ტურეს აქტიურობას მოჰყვა, ,,სამგურალის" კოტდივუარელმა ლეგიონერმა ბურთი მარჯვენა მახვილი კუთხიდან კარისკენ გაუშვა ბურთი, რომელიც თომა ხუბაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში 2:0 გახდა.
დარჩენილ დროში წყალტუბოელები კვლავ უტევდნენ, მომენტებიც იყო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
მომდევნო ტურის მატჩს ,,სამგურალი" 14 სექტემბერს სტუმრად მარტვილის ,,მერანთან" გამართავს. მანამდე კი წყალტუბოელები თასზე ზუგდიდის ,,ოდიშს" დაუპირისპირდებიან

სამგურალი 2:0 შევარდენი

გოლები: 1:0 ლევან ქურდაძე (54. ტურეს პასით), 2:0 თომა ხუბაშვილი (71.საკუთარ კარში)

სამგურალი: ბ.ქურდაძე, ბანძელაძე, ლ.ქურდაძე, ასათიანი, რაზმაძე, გაზდელიანი, კუჭუხიძე (63.ჩიხლაძე), ფონიავა (90.ახვლედიანი), დოლიძე (78.ბრეგვაძე), ტურე, კუხიანიძე
სათადარიგოები: მეშველიანი, ბურჯანაძე, კიკაბიძე, რაჟამაშვილი, იოსელიანი, ამბროლაძე
მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
მწვრთნელები: ბესიკ ხაჭიპერაძე, თამაზ სამხარაძე, გიორგი ნერგაძე
შევარდენი: სომხიშვილი, გელაშვილი, ვეჩტომოვი, ხუბაშვილი, ჯიშკარიანი, გოგუა (63.გოლუბიანი), კობერიძე, ქორიძე (74.უღრელიძე), სამუშია (59.ჯინიკაშვილი), ოდიკაძე, ჯიქია
სათადარიგოები: მგელაძე, მელიქიშვილი, ხუნწარია, ფენდერავა
მწვრთნელი: გიორგი ბაბუაძე
გაფრთხილება: ქორიძე (29), ბანძელაძე (36), კობერიძე (90+2)
არბიტრი: კოტე გიორგაძე
image
13-08-2020, 11:34
წყალტუბოს ,,სამგურალი" მე–7 ტურში მეორეადგილოსან ,,გაგრას" ესტუმრა და რთული მეტოქე 1:0 დაამარცხა.
image
7-08-2020, 17:18
წყალტუბოს ,,სამგურალმა" ნავსი გატეხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება დუშეთის ,,არაგვთან" იზეიმა –2:0. მატჩის შემდეგ ,,სამგურალის" მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს გავესაუბრეთ.
image
6-08-2020, 00:03
წყალტუბოს ,,სამგურალმა" დღეს დუშეთის ,,არაგვს" უმასპინძლა და სერგო კუხიანიძის დუბლით მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა 2:0
image
27-07-2020, 09:05
წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგა 2–ის მე–5 ტურის მატჩი სტუმრად თბილისის ,,ვიტ ჯორჯიასთან" გამართა და დიდი უპირატესობის მიუხედავად მეტოქის კარში გოლის გატანა ვერ შესძლო და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.