ბათუმის ,,დინამოსა" და ,,სამგურალის" ,,ბლოგბასტერს" თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მატჩი! გიჟური საღამო და 8 გატანილი გოლი! თამაშის დაწყებამდე ამას ვინ წარმოიდგენდა?! ქვეყნის მოქმედი ჩემპიონისა და გათამაშების ლიდერის – ბათუმის ,,დინამოსთვის" მისსავე მოედანზე ოთხი გოლის გატანა და ასეთი გიჟური გარემოდან, თუნდაც, ქულის წამოღება ხუმრობა საქმე ხომ არ არის?!